IKA

ხის სათამაშოების სახელოსნო „სხივი“ – სენსორული და მოტორული განვითარების მხარდაჭერა

„იკა-21“-ის ბაზაზე ფუნქციონირებს ხის სახელოსნო „სხივი“. „სხივის“ სათამაშოები ხელს უწყობს სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. ხის სათამაშოები ბავშვებს ავითარებს წვრილ მოტორიკას – ხელის მტევნებითა და თითებით შესრულებულ მოძრაობებს. წვრილი მოტორიკა მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზროვნების, მეტყველების, მეხსიერებისა და აღქმის განვითარებაში. სათამაშოები ბავშვებს თამაშის პარალელურად ეხმარება კონცენტრაციის, წარმოსახვისა და სივრცის აღქმის განვითარებაში. პროდუქტის კონკურენტუნარიანობა მდგომარეობს იმაში, რომ იგი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან, არის უსაფრთხო ბავშვებისთვის, ეკომეგობრული, ხანგრძლივი მოხმარებისთვის ვარგისი და ფასით ხელმისაწვდომი.

The wooden workshop “Shqivi” operates on the basis of the association “Ika-21.” “Shqivi’s” toys help develop sensory and motor skills. Wooden toys enhance children’s fine motor skills – movements performed with the hands and fingers. Fine motor skills play a key role in the development of thinking, speech, memory, and perception. Toys support children in developing concentration, imagination, and spatial perception while playing. The competitiveness of our product lies in the fact that it is made of environmentally friendly wooden material, is safe for children, eco-friendly, durable, and affordable.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *