IKA

Descrizione n1

ქსილოგრაფია და ხელის ინსტრუმენტების გამოყენება-ტრენინგი

ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ბაზაზე მოქმედ სატრენინგო ცენტრში წარმატებით მიმდინარეობს ტრენინგების ციკლი პროექტის -ხის სახელოსნო ,,სხივი’’ შშმ ახალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარება არაფორმალური განათლების გზით,რომელიც მხარდაჭერილია ა ხალგაზრდობის სააგენტოს მიერ.

ტრენინგზე შეხვედრის მთავარი თემა იყო -,,ქსილოგრაფია, ხეზე გრავირება და ხის მასალისგან სუვენირების შექმნა’’-ტრენინგს უძღვებოდნენ მაია ასაკაშვილი და ლაშა ბასილაშვილი.ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა პრაქტიკულად ისწავლეს:

როგორ უნდა გამოიყენონ მუშაობის პროცესში სხვადასხვა ხელის ინსტრუმენტები;

რომელი ინსტრუმენტებია აუცილებელი ხის დამუშავების სხვადასხვა ეტაპზე;როგორ შიქმნება მარტივი და უფრო რთული დიზაინის ხის სუვენირები; რა არის ქსილოგრაფია,როგორ უნდა მოხდეს ხეზე გრავირება და ულამაზესი სუვენირების შექმნა,რა უსაფრთხოების წესებია აუცილებლად საპასუხისმგებლოდ შესასრულებელი მუშაობის დროს.

მსგავსი ტრენინგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ ახალგაზრდებისთვის, რადგან ხელს უწყობს პროფესიული უნარების განვითარებას,აძლიერებს თვითდაჯერებულობასა და თვითგამოხატვის შესაძლებლობას,აუმჯობესებს მოტორულ და კოგნიტურ უნარებს, ქმნის სოციალიზაციისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოს.

Xylography and the use of hand tools – training

The training center operating on the basis of the Irakli Kemoklidze Day Center is successfully conducting a cycle of trainings under the project – Wood Workshop “Ray” to develop entrepreneurial skills of disabled youth through informal education, which is supported by the Youth Agency.

The main topic of the training meeting was – “Xylography, wood engraving and creating souvenirs from wooden materials” – the training was led by Maia Asakashvili and Lasha Basilashvili. Within the framework of the training, the participants practically learned:

How to use various hand tools in the work process;

Which tools are necessary at different stages of wood processing; How to create simple and more complex wooden souvenirs; What is xylography, how to engrave wood and create beautiful souvenirs, what safety rules must be followed responsibly during work.

Such trainings are especially important for young people with disabilities, as they promote the development of professional skills, strengthen self-confidence and self-expression, improve motor and cognitive skills, and create a safe and supportive environment for socialization.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *