IKA

ხელოვნებითი      თერაპიის     სახელოსნოს    აქტივობები – Art Therapy Workshop Activities

ხელოვნებითი      თერაპიის     სახელოსნოს    აქტივობები

ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ხელოვნებითი თერაპიის სახელოსნოში დღეს განსაკუთრებული ფუსფუსია. შშმ ახალგაზრდები ჩართულნი არიან სხვადასხვა შემოქმედებით და   განმავითარებელ აქტივობებში. სახელოსნოში თითოეულ მონაწილეს თავისი როლი და აქტივობა      აქვს,რაც პროცესს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და თბილს ხდის.

ერთი ჯგუფი დიდი მონდომებით ამზადებს წინასაახალწლო დეკორაციებს. ფეტრის მასალისგან იქმნება ორიგინალური სუვენირები და აქსესუარები, რომლებშიც ახალგაზრდების შემოქმედებითი ხედვა და წარმოსახვა მკაფიოდ იკითხება.სხვა ჯგუფი მუშაობს განმავითარებელი სასწავლო რესურსების შექმნაზე — ფერად-ფერადი ბარათები, ფორმები, სენსორული მასალები, რომლებიც მომავალში თერაპიულ პროცესს კიდევ უფრო ეფექტურს გახდის.ამავდროულად, თერაპევტი მუსიკალურ ინსტრუმენტებთან ერთად მუშაობს რთული ინტელექტუალური შეფერხების მქონე ახალგაზრდებთან. მუსიკის რიტმი, ვიბრაცია და ხმოვანება ეხმარება მათ ყურადღების კონცენტრაციაში, ემოციური მდგომარეობის გაწონასწორებაში და რეაგირების უნარების განვითარებაში.სახელოსნოში თითოეული დღე პროგრესით, სითბოთი და ადამიანური მხარდაჭერით არის სავსე. ახალგაზრდები იღებენ შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები, დახვეწონ სოციალური და მოტორული უნარები და იგრძნონ, რომ მათი შრომა და შემოქმედება ფასდება.

Art Therapy Workshop Activities

There is a special buzz today in the art therapy workshop at the Irakli Kemoklidze Day Center. Young people with disabilities are involved in various creative and developmental activities. Each participant in the workshop has their own role and activity, which makes the process even more diverse and warm.

One group is preparing New Year’s decorations with great enthusiasm. Original souvenirs and accessories are created from felt material, in which the creative vision and imagination of young people are clearly read. Another group is working on creating developmental learning resources – colorful cards, shapes, sensory materials, which will make the therapeutic process even more effective in the future. At the same time, the therapist works with musical instruments with young people with severe intellectual disabilities. The rhythm, vibration and sound of music help them focus, balance their emotions and develop their reaction skills. Each day at the workshop is filled with progress, warmth and human support. Young people get the opportunity to show their abilities, improve their social and motor skills and feel that their work and creativity are valued.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *