IKA

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა.

თბილისის მერის შშმპირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა, რომელზეც საბჭოს წევრებმა შშმპირთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
სხდომას თბილისის მერის მოადგილე კახა აბულაძე და თბილისის მუნიციპალიტეტის მერის შშმპირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანათავმჯდომარე, ასოციაცია ,,იკა-21’’-ის დამფუძნებელი და დირექტორი, ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში მაია ასაკაშვილი უძღვებოდნენ. ასევე, სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები,საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.
მაია ასაკაშვილმა დამსწრეებს გააცნო დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები. კერძოდ, საბჭომ იმსჯელა: 18 წლამდე შშმ ბავშვთა და მკვეთრად გამოხატულ შშმ უსინათლო პირთა მატერიალური დახმარების პროგრამის თანხისა და სოციალური ქულის გაზრდაზე ;მკვეთრად გამოხატულ შშმ უსინათლო პირთა მატერიალური დახმარების პროგრამაში მოხვედრის ხარვეზებზე; შშმ უსინათლო პირებისათვის მედიკამენტების გაცემის წესში ცვლილებაზე; უსინათლო პირთათვის გარემოს ხელმისაწვდომობის პრობლემებზე; ადრეული განვითარებისა და ხელმისაწვდომი განათლების საკითხებზე ყრუ ბავშვებში;ყრუთა ანსამბლ ,,ლილეს’’ თანადაფინანსებისა და კულტურული ღონისძიებების ინკლუზიურობის საკითხზე;მძიმე ღრმა და მრავლობითი დარღვევის მქონე პირთა გამოწვევებზე;კვარტალური ვაუჩერის თანხის გაზრდის შესახებ;პერსონალური ასისტენტის სერვისზე-პერსონალური ასისტირების თბილისის სერვისის მისაწვდომობის შეფასების შედეგებზე; პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდების,განაწილების პროცესში არსებულ ხარვეზებზე;ასისტირების პროგრამაში მძიმე,ღრმა და რთული ქცევის მქონე პირთა გამოწვევებზე;საპილოტე პროექტის – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა “-გაგრძელებასა და სახელმწიფო პროგრამის დანერგვის საკითხზე;დღის ცენტრების მოსარგებლეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემებზე,კერძოდ, გლდანის რაიონში, ქსნის ქუჩიდან ფეიქრების ქუჩისა და ირაკლი ქემოკლიძის ქუჩის გავლით (ყოფილი წყალსადენის ქუჩა) მუნიციპალური ტრანსპორტის N474 მიკროავტობუსის დამატების, მძღოლთა განრიგის ინტერვალის შემცირების, აღნიშნულ მონაკვეთზე 18-მეტრიანი ავტობუსებით ჩაანაცვლების საკითხზე;დღის ცენტრების შლაგბაუმთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; დღის ცენტრებისთვის,გამონაკლისის სახით,ე.წ. ბასლეინში მოძრაობის ნებართვის გაცემის საკითხზე;თბილისში შშმ პირთათვის საცხოვრებელი კორპუსების მისაწვდომობისა და ადაპტირებული ტაქსის სერვისის შექმნის საკითხებზე.
თბილისის მერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო წარმოადგენს დედაქალაქის მერის სათათბირო ორგანოს, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შშმ პირთა ღირსეული თანაცხოვრებისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.მისი მიზანი შშმ პირების სოციალური იზოლაციის დაძლევა, საზოგადოებაში მათ მიმართ არსებული სტერეოტიპების რღვევა და მათი რეალური შესაძლებლობების წარმოჩენაა.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *