IKA

ხის სახელოსნო ,,სხივის’’ განვითარება შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე)

პირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ შშმპირთა სოციალურ, ეკონომიკურ და ფსიქოლოგიურ გაძლიერებას, მათი დასაქმებისა და სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესებას, არამედ მათ პიროვნულ განვითარებასა და თვითდამკვიდრებას ემსახურება.სოციალური სახელოსნო ,,სხივი’’,რომელიც თანადამფუძნებლის,სახელოსნოს აქტიური წევრის , ირაკლი ქემოკლიძის გარდაცვალების შემდეგ ,სხივი-ირაკლის ხის სახელოსნოს სახელს ატარებს აქტიურად მუშაობს რამდენიმე წელია ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირებთან და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა,ეკომეგობრულ ხის სათამაშოებსა და სუვენირებს აწარმოებს ,რათა ზიანი არ მიაყენოს ბავშვთა ჯანმრთელობას. ბავშვის გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია სწორად შერჩეული სათამაშო, შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით. სათამაშო ბავშვს ეხმარება სამყაროს გაცნობაში, შესწავლასადა აღქმაში, ასევე, უვითარებს ფიქრის, მეხსიერების, მეტყველებისა და ემოციების გამოხატვის უნარს.
Our goal is to produce environmentally friendly wooden educational toys and souvenirs, and to employ people with intellectual disabilities and mental difficulties.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *