





ძალადობა,ძალადობის ფორმები,რეკომენდაციები-ფსიქოლოგის ტრენინგი
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში აქტიურად და სისტემატურად მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ტრენინგები სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე.დღევანდელი ტრენინგი დაეთმო ძალადობის თემას. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა არის ძალადობა, რა ფორმები არსებობს და როგორ შეიძლება ამოვიცნოთ მოძალადე. ტრენინგის ფარგლებში განიხილეს ოჯახური და ფსიქოლოგიური ძალადობის საკითხები, ისაუბრეს ოჯახურ ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებზე და იმაზე, თუ როგორი ურთიერთპატივისცემასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული დამოკიდებულება უნდა არსებობდეს ოჯახში.ასევე განიხილეს, თუ ვის უნდა მივმართოთ დახმარებისთვის ძალადობის შემთხვევაში და რამდენად მნიშვნელოვანია მხარდაჭერის მიღება შესაბამისი უწყებებისა და პროფესიონალებისგან.
ტრენინგის ბოლოს გაიმართა აქტიური დისკუსია. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა სიტუაცია და ქეისი, გაუზიარეს ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება. ფსიქოლოგმა მათ მიაწოდა პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მსგავსი სიტუაციების სწორად შეფასებასა და ,საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაში.ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, უსაფრთხო გარემოს შექმნას და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
Violence, Forms of Violence, Recommendations – Psychologist Training
The Irakli Kemoklidze Day Center actively and systematically conducts psychological trainings on various important topics. Today’s training was dedicated to the topic of violence. The participants received information about what violence is, what forms it exists and how to recognize a perpetrator. Within the framework of the training, they discussed issues of domestic and psychological violence, talked about family obligations and responsibilities, and what kind of attitude based on mutual respect and support should exist in the family. They also discussed who to turn to for help in case of violence and how important it is to receive support from relevant agencies and professionals.
An active discussion was held at the end of the training. The participants discussed various situations and cases, shared their opinions and experiences with each other. The psychologist provided them with practical recommendations that will help them correctly assess similar situations and, if necessary, take appropriate steps. Such meetings help raise awareness, create a safe environment, and build healthy relationships.