Woodworking Workshop "Skhivi" - Economic and Social Empowerment of Youth with Disabilities through Non-Formal Education
ხის სახელოსნო „სხივი“ არის ინკლუზიურისაგანმანათლებლო და სამეწარმეო სივრცე, რომელიცშეიქმნა შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური დასოციალური გაძლიერების მიზნით. პროექტიაერთიანებს არაფორმალურ განათლებას, პროფესიულგადამზადებას, შემოქმედებით მუშაობასა დამეწარმეობრივ უნარების განვითარებას. პროექტის მთავარი მიზანია შშმ ახალგაზრდებისსოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციისხელშეწყობა, მათთვის ადაპტირებული სამუშაოგარემოს შექმნა და პროფესიული უნარებისგანვითარება, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელიცხოვრების, თვითრეალიზაციისა და დასაქმებისშესაძლებლობების გაზრდას. პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ შშმახალგაზრდები, მათ შორის ინტელექტუალურიგანვითარების შეფერხების, ფსიქო-სოციალურისაჭიროებებისა და სხვა სირთულეების მქონე პირები. პროექტის ფარგლებში ჩართული იყო 20-ზე მეტიახალგაზრდა, რომლებიც შეირჩნენ სკოლებთან, დღისცენტრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთანთანამშრომლობით. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდა თეორიული, ადაპტირებული და ვიზუალურად მოდიფიცირებულიტრენინგები, რომლებიც მოიცავდა: • ხის სახელოსნო „სხივის“ და პროექტისპრეზენტაციას • უსაფრთხოების წესებს და პერსონალური დამცავისაშუალებების გამოყენებას • ხის ჯიშებისა და ხელსაწყოების გაცნობას • ქსილოგრაფიას (ხეზე გრავირება) • დიზაინისა და ესკიზების შექმნას • მეწარმეობის საფუძვლებს – იდეიდან პროდუქტისრეალიზაციამდე • სოციალური, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობისუნარების განვითარებას ტრენინგები მიმდინარეობდა ინკლუზიურ, მხარდამჭერდა მეგობრულ გარემოში, რაც მონაწილეთა მაღალჩართულობასა და მოტივაციას განაპირობებდა. პროექტის პირველ ეტაპზე ყველა დაგეგმილი აქტივობაწარმატებით განხორციელდა. შშმ ახალგაზრდებმა: • შეისწავლეს უსაფრთხოების წესების დაცვა; • აითვისეს ხეზე მუშაობის საბაზისო ტექნიკები; • განივითარეს შემოქმედებითი და თვითგამოხატვისუნარები; • გაიუმჯობესეს სოციალური და კომუნიკაციისუნარები; • გაიზარდათ მოტივაცია, თვითრწმენა დაპასუხისმგებლობის განცდა. ხის სახელოსნო „სხივი“ არ არის მხოლოდ სასწავლოსივრცე — ეს არის შესაძლებლობების პლატფორმა, სადაც შშმ ახალგაზრდები: • ავითარებენ პროფესიულ და მეწარმეობრივ უნარებს • ერთვებიან საზოგადოებრივ ცხოვრებაში • ხედავენ საკუთარი შრომის რეალურ შედეგს • იღებენ ეკონომიკურ სარგებელს. პროექტი ხელს უწყობს საზოგადოების ცნობიერებისამაღლებას შშმ პირთა შესაძლებლობების შესახებ. პროექტი დაფინანსებულია ახალგაზრდობისსააგენტოს მიერ, რომლის მხარდაჭერამ შესაძლებელიგახადა ხის სახელოსნო „სხივის“ განვითარება და შშმახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობებისშექმნა.









