IKA

Positive Feelings and Perception of Life – პოზიტიური    განცდები  და   ცხოვრების    აღქმა

პოზიტიური    განცდები  და   ცხოვრების    აღქმა

ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ფსიქოლოგის საათი დაეთმო მნიშვნელოვან თემას –„პოზიტიური განცდები და ცხოვრების აღქმა“.სესიის განმავლობაში ფსიქოლოგმა ახალგაზრდებთან ერთად იმუშავა იმაზე, თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ ფიქრებს, ემოციებსა და ცხოვრების ოპტიმისტურ ხედვას. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ როგორ შეუძლია კეთილგანწყობილ აზრებს და მადლიერების შეგრძნებას ყოველდღიურობაში დადებითი ცვლილებების მოტანა.სესიის მიზანი იყო შშმ ახალგაზრდებში პოზიტიური აზროვნების, ემოციური ცნობიერებისა და საკუთარი ღირსების შეგრძნების განვითარება.

მოდიფიცირებული   ტესტების,ვარჯიშებისა და დისკუსიის მეშვეობით მათ შეძლეს საკუთარი პოზიტიური განცდების გამოხატვა, კარგ მოგონებებზე დაფიქრება და იმ ადამიანების გახსენება, ვისაც მადლიერებას გრძნობენ.აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს შშმ ახალგაზრდებში ემოციური სტაბილურობის, თვითშეფასებისა და სოციალური უნარების გაძლიერებას, რაც მათი ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Positive Feelings and Perception of Life

The psychologist’s hour at the Irakli Kemoklidze Day Center was dedicated to an important topic – “Positive Feelings and Perception of Life”. During the session, the psychologist worked with the young people on the importance of positive thoughts, emotions and an optimistic view of life. The participants discussed how kind thoughts and a sense of gratitude can bring positive changes in everyday life. The goal of the session was to develop positive thinking, emotional awareness and a sense of self-worth in young people with disabilities.

Through modified tests, exercises and discussions, they were able to express their positive feelings, think about good memories and remember the people they are grateful for. This activity helps to strengthen emotional stability, self-esteem and social skills in young people with disabilities, which is an important part of their psychological well-being.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *