





ხის სახელოსნო „სხივში“ წარმატებით გრძელდება პრაქტიკული გაკვეთილები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან. სწავლების ფარგლებში ბენეფიციარები აქტიურად არიან ჩართულნი ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებისა და ხელნაკეთი სუვენირების დამზადების პროცესში, რაც ხელს უწყობს მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას, შრომითი ჩვევების ჩამოყალიბებასა და დამოუკიდებლობის გაძლიერებას.