The development of the wooden workshop “SKHIVI’’
The development of the wooden workshop "SKHIVI’’ is of particular importance for people with disabilities (with disabilities). This process contributes
The development of the wooden workshop "SKHIVI’’ is of particular importance for people with disabilities (with disabilities). This process contributes
ხის სახელოსნო ,,სხივის’’ განვითარება შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) პირებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. ეს პროცესი ხელს უწყობს არა მხოლოდ შშმპირთა სოციალურ,
These garden activities are intensively carried out at the Irakli Kemoklidze Day Center for Persons with Disabilities and are very
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის შშმ პირთა დღის ცენტრში ინტენსიურად ტარდება ბაღის ეს აქტივობები ძალიან სასარგებლოა შშმ პირებისთვის, რადგან ისინი ხელს უწყობს:
Sports activities are intensively held at the Irakli Kemoklidze Day Center. Sports activities are not only a means of entertainment
ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს იყო ირაკლი ქემოკლიძის ცხოვრების მიზანი.
8 ოქტომბერს უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა საქართველოს პარლამენტარიზმისა და მართლმსაჯულების სისტემის ისტორიაში, როცა შშმ პირმა, ირაკლი ქემოკლიძემ საკუთარი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართა, რის შედეგადაც საკონსტიტუციო სასამართლომ, 2014 წლის 8 ოქტომბერს N2/4/532014 მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მიმართ, არსებული ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო.
2013 წელს საქართველოს პარლამენტმა შშმ პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რომლის მე-12 მუხლის მიხედვით, ადამიანის ქმედუნარიანობის შეზღუდვა დაუშვებელია. მონაწილე სახელმწიფოები ადასტურებენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უფლება აქვთ, სამართლის სუბიექტად აღიარებაზე, სადაც არ უნდა იმყოფებოდნენ ისინი. ასე, ირაკლი ქემოკლიძის დამსახურებით დაიწყო ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმა საქართველოში.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მტკიცე სამოქალაქო პოზიციისთვის, ირაკლი ქემოკლიძე, სამოქალაქო აქტივისტი,უფლებადამცველი,გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ღირსების მედლით დაჯილდოვდა,რომელიც მის დედას,მაია ასაკაშვილს გადაეცა.
ასოციაცია ,,იკას” წევრებს სჯერათ,რომ საზოგადოების დამოკიდებულება შეზღუდული შესაძებლობის მქონე პირთა მიმართ შეიცვლება, დაიმსხვრევა სტიგმა მათი დასაქმების შეუძლებლობაზე. ჩვენ ერთად შევქმნით ინკლუზიურ საზოგადოებას, სადაც ყველას ექნება განათლების,დასაქმების,დამოუკიდებელი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა. 1997 წლიდან ჩვენ ვმუშაობთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ინკლუზიისა და სოციალური ინტეგრაციის მისაღწევად, ვიბრძვით შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებასა და სოციალური სეგრეგაციის წინააღმდეგ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას კანონმდებლობაც გვავალდებულებს, რომ ყველას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, განავითაროს თავისი პოტენციალი, გააუმჯობესოს პირადი კეთილდღეობა , სოციალური ცხოვრება და წვლილი შეიტანოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ჩვენ გვინდა,ხელი შევუწყოთ ყველასთვის თანაბარი უფლებებისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას!
ჩვენ ვმუშაობთ ისეთი საზოგადოების ფორმირებაზე, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას, თანაბრად განავითაროს თავისი პოტენციალი, გააუმჯობესოს პირადი კეთილდღეობა და წვლილი შეიტანოს სოციალურ ცხოვრებაში.












წლების განმავლობაში ჩვენმა ასოციაციამ ბევრ რამეს მიაღწია როგორც ინსტიტუციურ, ისე
სოციალურ დონეზე. ჩვენ მოვახერხეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური
ჩართვის 36 ეროვნულ კანონში ცვლილებების შეტანა, ამ საკითხზე წარმატებით განვახორციელეთ
15 პროგრამა, გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზაციაში დავასაქმეთ 50-ზე მეტი შშმ პირი და 100-ზე მეტ
ადამიანს შევთავაზეთ პროფესიული გადამზადება.
„სხივი“ არის ხის სახელოსნო ,სადაც მზადდება ეკოლოგიურად სუფთა,ხის სათამაშოები,სუვენირები.
„სხივი“ არის ხის დამუშავების სახელოსნო და ეს არის ჩვენი ორგანიზაციის მიერ განხორციელებული მთავარი პროექტი
2016 წელს დაარსებული ჩვენი სოციალური საწარმო არის როგორც ჩვენი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ასევე სოციალური ინტეგრაციის წარმატებული ექსპერიმენტი. აქ შშმ ახალგაზრდები მუშაობენ ჩვენი მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ, ავითარებენ ცოდნას და ფუნდამენტურ უნარებს, რაც სასარგებლოა შრომის ბაზარზე წვდომისთვის. ჩვენი პროდუქცია არის სრულიად უსაფრთხო, სუფთა და ეკოლოგიურად მდგრადი და ხელმისაწვდომია ჩვენს მაღაზიაში.












ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა სტუმრებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს,
როგორც შშმ ახალგაზრდა, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, დაგვიკავშირდით,
თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.