





ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ბაზაზე,ხის სახელოსნო ,,სხივში’’ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა სუვენირები და განმავითარებელი სათამაშოები. კითხვის, მათემატიკური, აზროვნების, მონტესორის მეთოდით განმავითარებელი სათამაშოები. მათი გამოყენება შესაძლებელია,როგორც სასწავლო, სარეაბილიტაციო, ისე სამედიცინო მიზნით მიმდინარე სეანსებში (შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა და მოზარდთა შორის), ისინი განკუთვნილია ხელისა და თითების მოძრაობის კოორდინაციის, მოტორიკის განვითარებისა და დახვეწისათვის, მოჭიდებისა და მხედველობით მამოძრავებელი ფუნქციის ჩამოყალიბებისათვის, აბსტრაქტული აზროვნებისა და მოცულობითი წარმოსახვის სრულყოფისათვის. პროდუქციის ზედაპირი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საღებავით, რაც უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.