IKA

ირაკლი    ქემოკლიძის    სახელობის შშმ   პირთა    დღის    ცენტრი    ვახტანგ  ჭაბუკიანის      მემორიალურ  სახლ-მუზეუმში.

ირაკლი     ქემოკლიძის     სახელობის      დღის      ცენტრის    ახალგაზრდები     გასვლითი.ინტეგრაციული    რონისძიების     ფარგლებში,ვახტანგ   ჭაბუკიანის    მემორიალურ    სახლ-მუძეუმში      იმყოფებოდა.  ვახტანგ ჭაბუკიანი   (1910-1992 წწ.) – იყო ქართველი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი და პედაგოგი, სსრკ სახალხო არტისტი, ქართული პროფესიული ბალეტის ფუძემდებელი.

ჭაბუკიანი საბალეტო ხელოვნების რეფორმატორად ითვლება. მან მამაკაცის ცეკვას თავისთავადი მნიშვნელობა მიანიჭა. შექმნა მამაკაცის ცეკვის გმირული სტილი. საბალეტო კლასიკასთან ქართული ხალხური ცეკვის შერწყმით ჭაბუკიანმა შექმნა ეროვნული კლასიკური ბალეტის თავისებური სახეობა. განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ შესრულებულ ოტელოს პარტიას, სადაც ერთმანეთს შეერწყა მოქმედი ცეკვა და პანტომიმა. სპექტაკლის პრემიერა 1958 წლის 12 მარტს, დიდ თეატრში,  გამართულ ქართული ხელოვნებისა და ლიტერატურის დეკადაზე შედგა. „ოტელო“ ქართული ხელოვნების ტრიუმფად აღიარეს. აღფრთოვანებული მაია პლისეცკაია აღნიშნავდა: „ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ განსახიერებული მავრი შეუდარებელია. მისი ოტელო უდიდეს უბრალოებას, სისადავეს და სიბრძნესთან შეხამებულ ბავშვურ გულუბრყვილობას გამოხატავს”.

ვახტანგ ჭაბუკიანმა პირველი საკონცერტო ნომერი – „ცეცხლის ცეკვა“ 15 წლის ასაკში დადგა, საგმირო ხასიათის ცეკვებზე კი, პირველი განაცხადი გააკეთა ნომრით „ცეცხლის ცეკვა მაშხალებით“ (ა.რუბინშტეინის ოპერა „ფერამორსის“ მუსიკაზე), რომელიც 1929 წელს, ლენინგრადის ქორეოგრაფიული სასწავლებლის გამოსაშვები საღამოსათვის დადგა და შეასრულა. ამავე წელს, ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრში პრემიერად ჩაირიცხა, სადაც ათი სეზონის განმავლობაში ოცდაათი პარტია შეასრულა, როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე ბალეტებში. ჭაბუკიანის გამოსვლამ ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზში „კარნეგი-ჰოლი“, მისი სახელი ლეგენდად აქცია. საკუთარი სცენარების მიხედვით ჭაბუკიანმა შექმნა კინოფილმები: „ქართული ბალეტის ოსტატები“ (1955 წ). და „ოტელო“ (1961 წ). იგი იყო მრავალი ორდენისა და მედლის კავალერი, ყველა პრესტიჟული პრემიის ლაურეატი.

 ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმი ოფიციალურად 2003 წლის 29 აპრილს გაიხსნა ქ. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზ N 83/23-ში. დიდი ქართველი ბალეტმაისტერი, მოცეკვავე და პედაგოგი, ქართული საბალეტო დასის ფუძემდებელი ვახტანგ მიხეილის ძე ჭაბუკიანი ამ ბინაში 1947 წლიდან 1992 წლის 6 აპრილამდე, გარდაცვალებამდე ცხოვრობდა.ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია 2017 წლის 27 თებერვალს, სიმბოლურად, ვახტანგ ჭაბუკიანის 107-ე დაბადების დღეს გაიხსნა.

 დღის       ცენტრის   ახალგაზრდებმა დიდი     ინტერესით     დაათვალიერეს მუზეუმში      არსებული    ექსპონატები,შთაბეჭდილებებით    აღივსნენ   მუზეუმის    არაჩვეულებრივი      გიდის, ნინო      გაბედავას,   მიერ  ნაამბობი ვახტან      ჭაბუკიანის    ცხოვრებისა   და    შემოქმედების,  ისტორიებით,ვახტანგ  ჭაბუკიანის    მიერ დიდი     ოსტატობით შესრულებული საბალეტო   ცეკვის     ვიდეო-კადრებისა   და     სპექტაკლებიდან     ფრაგმენტების     ხილვით. დიდი    მადლობა    ვახტანგ   ჭაბუკიანის    მემორიაულური სახლ-მუზეუმის    დირექციასა და    თანამშრომლებს    გულთბილი   მასპინძლობისთვის.  ეს    იყო,კიდევ   ერთი,ლამაზი,დაუვიწყარი,შთაბეჭდილებებით სავსე    დღე   ასოციაცია,,იკა-21’’,ირაკლი   ქემოკლიძის სახელობის 18+ შშმ პირთა    დღის     ცენტრის   ახალგაზრდების     ცხოვრებაში.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *