პროექტის ხის სახელოსნო „სხივი“ – შშმახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალურიგაძლიერება არაფორმალური განათლების გზითმეორე ეტაპი ითვალისწინებს შშმ ახალგაზრდებისაქტიურ ჩართვას ხის სახელოსნოში და ხეზე მუშაობისძირითადი უნარების პრაქტიკულ სწავლებას რეალურსამუშაო გარემოში. ამ ეტაპზე თეორიული ცოდნაგადაიქცა პრაქტიკულ გამოცდილებად, რაცახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარიხელით შექმნან პროდუქტი და დაინახონ შრომისრეალური შედეგი.პრაქტიკული მეცადინეობის დროსშშმ ახალგაზრდები სწავლობენ:
• ხის დამუშავების საბაზისო ტექნიკებს(სუვენირების,სათამაშოების დაჭრა, დაზუმფარება, ფორმის მიცემა, აწყობა);
• უსაფრთხოების წესების პრაქტიკაში გამოყენებას;
• ხელის ინსტრუმენტებითა და მარტივი დაზგებითმუშაობას;
• ხის სათამაშოებისა და სუვენირების პრაქტიკულდამზადებას;
• სამუშაო პროცესის ეტაპობრივ დაგეგმვასა დადასრულებას;
• გუნდურ მუშაობას და პასუხისმგებლობისგაზიარებას.
პრაქტიკული მეცადინეობები ტარდება ადაპტირებულ, უსაფრთხო და მხარდამჭერ გარემოში, სპეციალისტების მუდმივი თანადგომით.პრაქტიკულისწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმახალგაზრდებისთვის, რადგან:
• ხელს უწყობს ცოდნის უკეთ დამკვიდრებას„გაკეთებით სწავლის“ გზით;
• ავითარებს მოტორულ უნარებს, ყურადღებასა დაკონცენტრაციას;
• ზრდის დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობისგანცდას;
• ამცირებს შიშს სამუშაო გარემოს მიმართ და ზრდისთავდაჯერებას;
• აძლევს ახალგაზრდებს რეალური პროფესიულიგამოცდილების მიღების შესაძლებლობას.
პრაქტიკული სწავლების შედეგად შშმ ახალგაზრდები:
• დაეუფლებიან ხეზე მუშაობის საბაზისო პრაქტიკულუნარებს;
• შეძლებენ მარტივი ხის პროდუქციისდამოუკიდებლად დამზადებას;
• განივითარებენ შრომით, სოციალურ დაკომუნიკაციურ უნარებს;
• გაიზრდიან თვითრწმენას და საკუთარიშესაძლებლობების რწმენას;
• მოემზადებიან პროდუქციის რეალიზაციისა დამცირე შემოსავლის მიღებისთვის;
• გააძლიერებენ ეკონომიკურ და სოციალურდამოუკიდებლობას.
პრაქტიკული სწავლება ხის სახელოსნო „სხივს“ აქცევსარა მხოლოდ სასწავლო სივრცედ, არამედ რეალურსამუშაო და განვითარების პლატფორმად, სადაც შშმახალგაზრდები სწავლობენ, მუშაობენ და ქმნიანსაკუთარ მომავალს.




