IKA

ტრანსპორტში ქცევის წესები, შშმ სტატუსი და საზოგადოების დამოკიდებულება – Rules of conduct in transport, disability status and public attitude

ტრანსპორტში ქცევის წესები, შშმ სტატუსი და საზოგადოების დამოკიდებულება


ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ფსიქოლოგის საათი მიეძღვნა მნიშვნელოვან და აქტუალურ თემას —„ტრანსპორტში ქცევის წესები, შშმ სტატუსი და საზოგადოების დამოკიდებულება“. შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა ინფორმირებულობის ამაღლება, სოციალური უნარების განვითარება და საზოგადოებაში სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით გაიმართა ინტერაქტიული დისკუსია, სადაც შშმ პირებმა აქტიურად იმსჯელეს საკუთარი გამოცდილებისა და მოსაზრებების საფუძველზე. განხილულ იქნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის კულტურა, თანასწორობის პრინციპი და შშმ სტატუსის მნიშვნელობა. დისკუსიის შემდეგ მონაწილეებმა შეავსეს მოდიფიცირებული ტესტები, რაც დაეხმარა მათ მიღებული ცოდნის გამყარებაში და საკუთარი დამოკიდებულებების შეფასებაში.
ფსიქოლოგმა თითოეულ მონაწილეს მიაწოდა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავდა მათ სოციალურ ადაპტაციას, ქცევის ნორმების გამყარებასა და თვითშეფასების ამაღლებას. მთლიანობაში, შეხვედრა წარიმართა პოზიტიურ და მხარდაჭერით ატმოსფეროში, რამაც ხელი შეუწყო მონაწილეთა ჩართულობასა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებას.


Rules of conduct in transport, disability status and public attitude


The psychologist’s hour at the Irakli Kemoklidze Day Center was dedicated to an important and topical topic – “Rules of conduct in transport, disability status and public attitude”. The goal of the meeting was to raise awareness among participants, develop social skills and establish correct relationships in society.
An interactive discussion was held under the guidance of a psychologist, where persons with disabilities actively discussed their own experiences and opinions. The culture of public transport, the principle of equality and the importance of disability status were discussed. After the discussion, the participants completed modified tests, which helped them consolidate the knowledge they had gained and assess their own attitudes.
The psychologist provided each participant with relevant recommendations aimed at their social adaptation, strengthening behavioral norms and increasing self-esteem. Overall, the meeting was held in a positive and supportive atmosphere, which facilitated the participants’ engagement and development of self-expression skills.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *