მაია ასაკაშვილი-ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჟურნალისტი, ფილოლოგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) საკითხების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. შშმ პირთა მიმართულებით არაერთი სამეცნიერი ნაშრომის, საგაზეთო პუბლიკაციის, რუბრიკისა და რადიო-გადაცემის ავტორი; ,,სმენის,მეტყველების, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა ასოციაცია,,იკას’’ ხელმძღვანელი,(მშობელთა კავშირი) ,,სხივი’’-ირაკლის ხის სახელოსნოს დირექტორი. დამფუძნებელი, დღის ცენტრის დირექტორი, სოციალური საწარმო ,,სხივის’’ დამაარსებელი, მრავალი სოციალური პროექტის ხელმძღვანელი, შშმ პირის მშობელი, უფლებადამცველი, შშმ პირთა და მშობელთა მოძრაობის აქტიური მონაწილე, ერთ-ერთი ლიდერი. შშმ პირთა სფეროში არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატის, საერთაშორისო პრიზისა და დიპლომის მფლობელი. შშმ პირთა მიმართულებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორი, ირაკლი ქემოკლიძესთან ერთად ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის ფუძემდებელი საქართველოში.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.