IKA

ერთად ერთმანეთისთვის

2021-2022 წ. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა  და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის   მიმართულებით    განვახორციელეთ პროექტი- ,,ერთად   ერთმანეთისთვის’’, რომლის   მიზანსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან, პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისის განვითარება, სახელობო გადამზადება, შრომითი მოწყობის პირობების გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია წარმოადგენდა. 

უცხოურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, წარმატებული მაგალითების გაზიარებით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, განვახორციელეთ შშმ პირებთან ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა ინტეგრირება, რამაც ხელი შეუწყო მათ რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის პრობლემის მოგვარებას. ჩვენი მიზანი იყო  ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და შშმ ახალგაზრდებისთვის თანაბარი პირობების და შესაძლებლობების შექმნა დასაქმების სფეროში, მათ საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისის განვითარება პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან  თანამშრომლობით, სახელობო გადამზადების, შრომითი მოწყობის პირობების გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია.

ჩვენი ამოცანა იყო პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ ყოფილ პატიმართა, პრობაციონერთა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკის შემცირება, კერძოდ, ისეთი აქტივობების   განხორციელება და მომსახურების შეთავაზება, რომელთა არარსებობა შესაძლებელია, ზრდიდეს დანაშაულის ჩადენის რისკს, ხოლო მიწოდება ხელს უწყობს ამავე პირებს რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის სირთულეების დაძლევაში. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ყოფილ პატიმართა და   პრობაციონერთა ფსიქოლოგიური მხარდაჭერა-კონსულტირება, ხეზე კვეთის სახელობო თეორიული და პრაქტიკული, ადგილზე წვრთნის, კურსების შეთავაზება-სახელობო გადამზადება, დასაქმების ხელშეწყობა და საზოგადოებაში    ინტეგრირება.

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.