





ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში,ხის სახელოსნო ,,სხივში’’ შშმ ახალგაზრდები სწავლობენ ქსილოგრაფიას.ქსილოგრაფია (ხის გრავირება ან ჭრა) ძალიან კარგი თერაპიული და განვითარებადი აქტივობაა შშმ ახალგაზრდებისთვის. ეს ხელობა ხელს უწყობს: წვრილი მოტორიკის განვითარებას – ხელსაწყოების გამოყენება აუმჯობესებს კუნთების კონტროლს და კოორდინაციას.კონცენტრაციის გაძლიერებას – დეტალური ნამუშევრის შექმნა მოითხოვს ყურადღებას და მოთმინებას.
კრეატიულობისა და თვითგამოხატვის უნარის განვითარებას – ხეზე ჭრა საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს, შექმნან უნიკალური ნამუშევრები და გამოხატონ თავიანთი იდეები.