





ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ინტენსიურად ტარდება სპორტული აქტივობები. სპორტული აქტივობები შშმ პირებისთვის არა მხოლოდ გასართობი და ფიზიკური დატვირთვის საშუალებაა, იგი აქტიურად უწყობს ხელს ფიზიკურ, კოგნიტურ და სოციალურ განვითარებას.ვითარდება მოძრაობის კოორდინაცია, ბოულინგის და ბურთის კალათში ჩაგდების დროს ვითარდება ხელ-თვალის კოორდინაცია და სხეულის კონტროლი. ძლიერდება ძვალ-მკუნთოვანი სისტემა, ბურთის აწევა, სროლა და მიზანში მოხვედრა ხელს უწყობს კუნთების გაძლიერებას და სახსრების მოქნილობას,აუმჯობესებს საერთო ფიზიკურ გამძლეობას და ეხმარება ენერგიის სწორად დახარჯვაში.ბოულინგის ბურთის დაჭერა და მოძრაობის კონტროლი ავითარებს ხელის მოტორიკას, კალათში ჩაგდება კი მოძრაობის სიზუსტესა და ძალის მობილიზებას.