მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ახალი ინფორმაციის მისაღებად დააწკაპუნეთ აქ
2016 წელს პირველად საქართველოში არაფორმალური განათლების მეთოდებითა და შშმ ახალგაზრდების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მიდგომების გამოყენებით ხის საწარმო- ,,სხივი’’ გაიხსნა, რითიც ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერითი სისტემის პილოტირება დაიწყო.
ხის საწარმოს მიზანია შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა, რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობასა და დასაქმებას განაპირობებს.
ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ფენაა, რომელთაც ყველაზე მეტად უჭირი დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული სერვისები, ფუნქციონალური მიდგომის პრინციპით ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხარდაჭერით დასაქმება და ამ გზით გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ ხის საწარმოს შექმნა, სადაც შშმ პირები ინტელექტის განმავითარებელი სათამაშოების დამზადებას სწავლობენ – პროექტის ფარგლებში 20 შშმ პირი გადამზადდა, 3 შშმ პირის დასაქმების პრობლემა გადაიჭრა. ხის სოციალური საწარმოს ამოქმედება არის ორმხრივ სასარგებლო პროცესი, საწარმოში დაიწყო ადგილობრივ დონეზე ხის სათამაშოების წარმოება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციის სოციალური მიზნების მოგვარებას და მეტი შშმ პირის დასაქმებას, მათი შესაძლებლობების წარმოჩენას, საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლას შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე. 2021 წელს გარდაიცვალა საწარმოს თანადამფუძნებელი და ორგანიზაციის აქტიური წევრი ირაკლი ქემოკლიძე, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად საწარმოს დაერქვა მისი სახელი- ,,სხივი’’-ირაკლის ხის სახელოსნო. ხის სახელოსნო კვლავ აგრძელებს მუშაობას.
ასოციაცია მუშაობს ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირებთან, ცდილობს, მოიზიდოს სახსრები სხვადასხვა სახელოსნოებისა და საწარმოების გასავითარებლად, რათა შშმ პირებს შეუქმნას ღირსეული თანაცხოვრების პირობები.
ჩვენს მიერ საწარმოში დამზადებული სათამაშოს, სუვენირისა თუ სხვა ნივთის შეძენა მოგანიჭებთ არა მხოლოდ სიამოვნებას, არამედ თქვენ გახდებით შშმ პირთა დასაქმების ხელშემწყობი.
ხის საწარმო ,, სხივი’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის’’ დაფინანსებითა და თბილისის მერიის თანადაფინანსებით შეიქმნა. იგი „ახლგაზრდა შეზღუდული შესაძლებლობების პირთა სოციალური ინკლუზიის/ჩართულობის მხარდაჭერის’’ პროექტის ფარგლებში მიმდინარეობდა, ,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების საგენტოსა და ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“, ერთად.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.