





ქსოვილისგან საყელოს შეკერვის შესწავლა
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ხელოვნებითი თერაპიის სესია დაეთმო შშმ პირებისთვის ქსოვილისგან ულამაზესი დიზაინის ქალის საყელოს შეკერვის სწავლებას . ეს სესია არის სასარგებლო და საინტერესო აქტივობა, რომელიც აერთიანებს შემოქმედებითობას, პრაქტიკულ უნარებს და თერაპიულ ეფექტს. გარდა საყლოს შეკერვისა, ამ თერაპიის მიზანია: მოტორიკის განვითარება- წვრილი და ნატიფი მოძრაობების დახვეწა, კოგნიტიური უნარების გაძლიერება, ინსტრუქციის მიყოლა, ნაბიჯების თანმიმდევრობის გაგება,შემოქმედებითი უნარების განვითარება,ემოციური კეთილდღეობა- საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრით მოტივაციის ამაღლება,პრაქტიკული უნარების გამომუშავება,სოციალიზაცია და კომუნიკაცია.
Learning to sew a collar from fabric
An art therapy session at the Irakli Kemoklidze Day Center was dedicated to teaching people with disabilities how to sew a beautiful women’s collar from fabric. This session is a useful and interesting activity that combines creativity, practical skills and therapeutic effect. In addition to sewing a collar, the goals of this therapy are: motor development – refining fine and delicate movements, strengthening cognitive skills, following instructions, understanding the sequence of steps, developing creative skills, emotional well-being – increasing motivation through handmade work, developing practical skills, socialization and communication.