მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
მაია ასაკაშვილი-ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ჟურნალისტი, ფილოლოგი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (შშმ) საკითხების ექსპერტი, ინკლუზიური განათლების პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორანტი. შშმ პირთა მიმართულებით არაერთი სამეცნიერი ნაშრომის, საგაზეთო პუბლიკაციის, რუბრიკისა და რადიო-გადაცემის ავტორი; ,,სმენის,მეტყველების, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა ასოციაცია,,იკას’’ ხელმძღვანელი,(მშობელთა კავშირი) ,,სხივი’’-ირაკლის ხის სახელოსნოს დირექტორი. დამფუძნებელი, დღის ცენტრის დირექტორი, სოციალური საწარმო ,,სხივის’’ დამაარსებელი, მრავალი სოციალური პროექტის ხელმძღვანელი, შშმ პირის მშობელი, უფლებადამცველი, შშმ პირთა და მშობელთა მოძრაობის აქტიური მონაწილე, ერთ-ერთი ლიდერი. შშმ პირთა სფეროში არაერთი საერთაშორისო სერთიფიკატის, საერთაშორისო პრიზისა და დიპლომის მფლობელი. შშმ პირთა მიმართულებით რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ინიციატორი, ირაკლი ქემოკლიძესთან ერთად ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის ფუძემდებელი საქართველოში.
ლაშა კაპანაძე – ორგანიზაციის კლინიკური ფსიქოლოგი, ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიმართულების ხელმძღვანელი.
მანანა კაპანაძე –გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს მიმათულების ხელმძღვანელი–სოციალური თერაპევტი.
ლაშა ბასილაშვილი –ხეზე კვეთის მასწავლებელი. ,,სხივი” –ირაკლის ხის სახელოსნოში ხეძე კვეთის,სადურგლო საქმისა და ხის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი.
ლიზი ასაკაშვილი– ორგანიზაციის მენეჯერი, IT ტრენერი.
ნინელი კურტანიძე–პედაგოგი,სოციალური თერაპევტი,კულინარიული განყოფილების ხელმძღვანელი.
ფინანსური მენეჯერი,სპეციალისტები, ტექნკური პერსონალი, მოხალისეები.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.