IKA

ჩვენი დღის ცენტრი

ჩვენი ორგანიზაციის  ბაზაზე ფუნქციონირებს  დღის   ცენტრი, რომელიც 18 წელს ზევით შშმ  პირებს  აწვდის საჭიროებაზე მორგებულ მომსახურებას მათი ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობის, საზოგადოებაში ინტეგრაციის, მიტოვების პრევენციისა და ოჯახის მხარდაჭერის მიზნით;

დღის   ცენტრის    აქტივობებია:

ფსიქოპედაგოგიური დიაგნოსტიკა გასაუბრება შშმ პირთან, მხარდამჭერთან; დაკვირვება ბენეფიციარის ძლიერ მხარეებზე, ინდივიდუალური რეაბილიტაცია- აბილიტაციის გეგმის შემუშავება;

ფსიქოლოგის საათი – ფსიქოლოგი მუშაობს პროექტში ჩართულ ბენეფიციარებთან, უწევს ფსიქო-კონსულტირებას  ინდივიდუალურად, ატარებს თემატურ ჯგუფურ  შეხვედრებს   სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებზე, მუშაობს ბენეფიციართა მოტივაციის ამაღლებასა და არასრულფასოვნების კომპლექსის დაძლევაზე,   სტრესის მოხსნასა და მისი  დაძლევის სტრატეგიებზე, ბენეფიციართა პიროვნული ზრდის ხელშეწყობაზე, ასწავლის, როგორ მართონ  ემოცია, გაუმკლავდნენ    სტრესს და სხვა. რეკომენდაციებს აძლევს    მასწავლებლებს, მშობლებს, ბენეფიციარებს.

დღის ცენტრში მუშაობა  მიმდინარეობს ბენეფიციართა შესაძლებლობების, წინა პროფესიული, სახელობო უნარების, ძლიერი მხარის   განვითარებაზე, შშმ ახალგაზრდების შემოქმედებითი, წარმოსახვის, დაკვირვების, მხედველობითი, ხელის მოტორიკის განვითარებზე.

დღის ცენტრის ბაზაზე     ფუნქციონირებს ორი სახელოსნო:

 1. ხის სახელოსნო  ,,სხივი’’, რომელსაც ირაკლი ქემოკლიძის ხსოვნის უკვდავსაყოფად დაერქვა სხივი-ირაკლის ხის სახელოსნო. ხის სახელოსნოში შშმ ახალგაზრდები ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებისა  და სუვენირების დამზადებას სწავლობენ. ეუფლებიან ხეზე კვეთას, ხის მხატვრულ დამუშავებას, დამოუკიდებელი ცხოვრებისა და პროფესიულ უნარ-ჩვევებს. ხეზე კვეთის     მასწავლებელი შშმ ახალგაზრდებს ასწავლის  ხეზე მუშაობის ტექნიკას პრაქტიკულად და თეორიულად, ასწავლის თეორიულ მასალას, ხელსაწყოებთან მუშაობას,  აცნობს სახელოსნოში განთავსებულ დაზგა-დანადგარებს, მათი მუშაობის სპეციფიკას, ხელის ინსტრუმეტებს, მათი გამოყენების შესაძლებლობას, ასწავლის   ხის სათამაშოების, სუვენირების დამზადებას, გაკეთებას, დაზუმფარებას, მონტაჟს, საბოლოო პროდუქტის შექმნას, უსაფრთხოების  ნორმების დაცვას, მონაწილეობენ სხვადასხვა  გამოფენაზე.

2.გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო–  შშმ ახალგაზრდები ეუფლებიან  გამოყენებითი  ხელოვნების თერაპიის ტექნიკებს, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, გამოუყენებლი მასალისგან სხვადსხვა სუვენირის შექმნას, თექაზე მუშაობას, მატყლის სველი და მშრალი მოთელვის ტექნოლოგიას, ფეტრის მასალისგან სხვადასხვა აქსესუარის შექმნას, ნაჭრის თოჯინების კერვას, გაზეთის ჩხირებისგან კალათებისა და სუვენირების შექმნას, ,,დეკუპაჟისა და პაპიე–მაშეს’’ ტექნოლოგიით სხვადსხვა დიზაინისა და ესკიზის, თემატური სუვენირების, აქსესუარებისა და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების შექმნას, მონაწილეობენ   გამოფენებზე.

დღის ცენტრის ბენეფიციარები მონაწილეობენ    სხვადასხვა გასვლით – კულტურულ, სპორტულ, ღონისძიებებსა და ფესტივალებზე, ჩართულნი არიან კულტურულ ღონისძიებებში: სხვადასხვა    მუზეუმების, კულტურული   ცენტრების მონახულება, ექსკურსიების დაგეგმვა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი  აქტივობებში მონაწილეობა  და  სხვა.

დღის ცენტრი ბენეფიციარებს უზრუნველყოფს კვებით,  ზრუნავს ბენეფიციართა უსაფრთხოებასა  და კეთილდღეობაზე, ძალადობისგან დაცვაზე.

დღის ცენტრი უზრუნველყოფს მშობლებთან (მხარდამჭერებთან) შეხვედრას ინფორმირებასა და კონსულტირებას.

დღის ცენტრი, საჭიროების   შემთხვევაში, უზრუნველყოფს ბენეფიციართა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას.

ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს საზოგადოების   ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლაზე შშმ პირებთან   მიმართებაში, მონაწილეობს სხვადასხვა სატელევიზიო-რადიო გადაცემებში, დღის   ცენტრისა და სახელოსნოების საქმიანობის პოპულარიზაციას ეწევა სოციალურ და ბეჭდურ მედიაში.

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.