მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
„სმენის,მეტყველების,ინტელექტუალური შეფერხების პირთა ასოციაცია (აიპ)- “იკა’’
1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ. 2021 წელს 6 თებერვალს გარდაიცვალა, ორგანიზაციის დამფუძნებლის შვილი, ორგანიზაციის აქტიური წევრი,სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ქემოკლიძე. ირაკლის ხსოვნის უკვდავსაყოფად 2021 წლიდან ორგანიზაცია ატარებს მის სახელს ,,იკა’’.
ასოციაციის (აიპ) – “იკა’’ მისიაა:
ასევე, ჩვენ ვცდილობთ თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნას პროფესიული სახელობო განათლებისა და დასაქმების სფეროში, სოციალური რეაბილიტაციის მრავალპროფილიანი სახელობო ცენტრების,სოციალური საწარმოების,დაცული და ნახევრადდაცული სახელოსნოების შექმნას, ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ალტერნატიული სოციალური სერვისების განვითარებას, სოციალური მეწარმეობის განვითარებას და შშმ პირთა დასაქმებას.
საზოგადოების ხედვისა და დამოკიდებულების შეცვლა შშმ პირთა დასაქმების შეუძლებლობაზე.
ასოციაციის (აიპ)- “იკა’’ მიზანია:
არა მხოლოდ სმენისა და მეტყველების, არამედ ინტელექტუალური შეფერხების, ფსიქიკური სირთულეების, ფსიქო-ემოციური, მრავლობითი დარღვევისა და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვთა, მოზრდილთა და მათ მხარდამჭერთა უფლებების დაცვა, შშმ პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარების ხელშეწყობა, განათლების, ხელოვნების, სპორტის, პროფესიული განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობა.
ასოციაციის (აიპ)- “იკა’’ მიზნობრივი ჯგუფი:
ასოციაციის (აიპ)- “იკა’’ საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
ჩვენი სლოგანია- ,,თანაბარი უფლებები თანაბარი შესაძლებლობები ყველას”.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.