IKA

ხის სახელოსნო ,,სხივი’’ – შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით შემაჯამებელი ღონისძიება

ახალგაზრდობის სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, ასოციაციაცია,,იკა-21’’,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ბაზაზე წარმატებით განხორციელდა პროექტი- ხის სახელოსნო ,,სხივი’’ – შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება არაფორმალური განათლების გზით.პროექტის მიზანი იყო ხის სახელოსნოს გაძლიერება, ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოების, სუვენირების წარმოება,ქსილოგრაფიული ნამუშევრებისა და გრავირებული სუვენირების დამზადების სწავლება.საგრანტო პროექტის განხორციელებამ მნიშვნელოვნად გააძლიერა როგორც უშუალოდ ახალგაზრდები, ასევე ორგანიზაცია. პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა მაღალტექნოლოგიური,მრავალფუნქციური დაზგა-დანადგარები და ხელის ინსტრუმენტები,ქსილოგრაფიის ხელსაწყოები.პროექტის მთავარ მიღწევააა,მონაწილეებმა პირველ ეტაპზე წარმატებით გაიარეს ხის სახელოსნოში მუშაობის თეორიული- საბაზისო ტრენინგები,გაეცნენ უსაფრთოხების წესებს,სახელოსნოს ფუნქციას,მუშაობის პრინციპებს,დაზგა-დანადგარებს,ხელის ინსტრუმენტებს,ხის ჯიშებს,ხის დიზაინის შერჩევასა და ესკიზის მომზადებას,ქსილოგრაფიის ტექნიკებს და სხვა. წარმატებული იყო შშმ ახალგაზრდების უნარების განვითარება, მათი სოციალური ჩართულობის ზრდა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება. მონაწილეებმა შეიძინეს ხეზე მუშაობის, ხელნაკეთობების, გუნდური თანამშრომლობის, მეწარმეობის, სოციალური და კომუნიკაციის უნარები, რაც პირდაპირ აისახა მათი თვითდაჯერების, მოტივაციისა და აქტიურობის ამაღლებაზე.პროექტმა ასევე პოზიტიური გავლენა იქონია მათი ოჯახების მდგომარეობაზე — გაიზარდა მათი შვილების განვითარების, რეაბილიტაციისა და თვითრეალიზაციის მიმართ ნდობა, გაძლიერდა ოჯახის წევრთა მხარდაჭერის დონე და ინტერესი არაფორმალური განათლების მიმართ.

ორგანიზაცია „იკა-21“ პროექტის შედეგად კიდევ უფრო გაძლიერდა, როგორც პროფესიულად, ასევე საზოგადოებრივად. გაჩნდა ახალი პარტნიორობები, გაფართოვდა მომსახურებების სპექტრი, გაიზარდა ორგანიზაციის ცნობადობა და ნდობა ადგილობრივ დონეზე. პროექტმა აჩვენა, რომ ხის სახელოსნო „სხივი“ წარმატებით ფუნქციონირებს, როგორც ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე.

შემაჯამებელ ღონისძიებაში,რომელიც ასოციაცია,,იკა-21’’ საგამოფენო სივრცეში ჩატარდა პროექტში ჩართულ ახალგაზრდებთან და მიწვეულ სტუმრებთან ერთად, ახალგაზრდობის სააგენტოს წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში ასოციაცია ,,იკა-21’’ დამფუძნებელმა და დირექტორმა მაია ასაკაშვილმა და ახალგაზრდებმა სტუმრებს განხორციელებული აქტივობების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. პროექტი მოიცავდა თეორიულ საბაზისო ტრენინგებსა და პრაქტიკულ გაკვეთილებს,დიდი ყურადღება დაეთმო ფსიქოლოგიურ კომპონენტს,კომუმუნიკაციისა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მის მნიშვნელობას შშმ ახალგაზრდების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობაში.ყურადღება გამახვილდა პროექტის ფარგლებში შექმნილ მოდიფიცირებულ,ადაპტირებულ პრეზენტაციებსა და სასწავლო რესურსებზე,შშმ ა ხალგაზრდების სამეწარმეო უნარების განვითარებაზე, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ხელშეწყობასა და სხვადასხვა გამოფენებში მონაწილეობაზე,სადაც ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა საკუთარი ხელით შექმნილი ხელნაკეთი პროდუქციით და ფართო საზოგადოებას გააცნეს საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტში ჩართულ მონაწილეებს ღონისძიების ბოლოს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები . შედეგად, პროექტმა მოიტანა არა მხოლოდ უშუალო საგანმანათლებლო მიღწევები, არამედ გააძლიერა ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერა და ცნობიერება შშმ პირების შესაძლებლობების მიმართ.

ასოციაცია ,,იკა-21’’ ,ხის სახელოსნო „სხივი“ გულითად მადლობას უხდის ჩვენს ერთგულ პარტნიორ ორგანიზაციას „ხელი ხელს“ საუკეთესო თანამშრომლობისთვის, შშმ ახალგაზრდების ჩვენს პროექტში ჩართვის ხელშეწყობისა და მუდმივი მხარდაჭერისთვის. თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანი საყრდენი იყო თითოეული ახალგაზრდის გაძლიერების გზაზე. დიდი მადლობა პროექტში ჩართულ თითოეულ ახალგაზრდას,პედაგოგებს,ასისტენტებს,მშობლებს,მთელ გუნდს.

ასევე, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ახალგაზრდობის სააგენტოს ჩვენი პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის, გამოცხადებული ნდობისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც შეიტანეთ ხის სახელოსნო „სხივის“ გაძლიერებაში. თქვენი მხარდაჭერით ჩვენი სივრცე ჩამოყალიბდა, როგორც ინკლუზიური და მდგრადი სახელოსნო, სადაც შშმ ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა, განივითარონ უნარები, გაიზარდონ პროფესიულად და დაიმკვიდრონ ღირსეული ადგილი საზოგადოებაში.თქვენი გვერდში დგომა ნიშნავს მეტ შესაძლებლობას, მეტ განვითარებას და საუკეთესო მომავალს ჩვენი ახალგაზრდებისთვის. „ხის სახელოსნო სხივი“ არა მხოლოდ პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებას უზრუნველყოფს, არამედ შშმ ახალგაზრდებისთვის შექმნის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე ორიენტირებულ მდგრად მოდელს, რომელიც ინკლუზიურ გარემოში რეალურ შედეგებს მოიტანს.გულწრფელი მადლობა მხარდაჭერისთვის, თანამშრომლობისა და საერთო საქმისთვის!

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *