



ხის სახელოსნო „სხივი“ – წინასაახალწლო ფუსფუსი- ეკოლოგიურად სუფთა ხის სუვენირები
ასოციაცია „იკა-21“*-ის ბაზაზე, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში, ხის სახელოსნო „სხივში“ საოცარი წინასაახალწლო მზადებაა. ჩვენი ყოჩაღი ახალგაზრდები დიდი სიყვარულით, მონდომებით და შემოქმედებითი ენერგიით ქმნიან საახალწლო და საშობაო ეკოლოგიურად სუფთა ხის სუვენირებსა და აქსესუარებს.მზადდება მრავალფეროვანი ნამუშევრები – ხელნაკეთი სათამაშოები, დეკორაციები, ხის ფიგურები, საახალწლო და საშობაო აქსესუარები. თითოეული ნივთი დიდი სიყვარულითა და მზრუნველობით იქმნება.
დატვირთულია სითბოთი და მათივე ხელების ძალით შექმნილი სიხარულით.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს პროცესი შშმ პირებისთვის?-იგი ხელს უწყობს მოტორული უნარების განვითარებას,შემოქმედებით თვითგამოხატვას,პასუხისმგებლობის და შრომითი უნარების განვითარებას,გუნდურ მუშაობას, წინასაახალწლო პოზიტიური განწყობის შექმნას. ,,სხივი “ ხის სახელოსნო არა მხოლოდ საგულდაგულოდ მომზადებულ საახალწლო პროდუქციას ქმნის, არამედ აძლევს ახალგაზრდებს საშუალებას გაიზარდონ, განვითარდნენ და საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინონ.ეს არის ადგილი, სადაც შრომა, შემოქმედება და ადამიანური სითბო ერთად ქმნის დღესასწაულის განსაკუთრებულ ატმოსფეროს.
Wooden workshop “SKHIVI” – Pre-New Year’s fun – ecologically clean wooden souvenirs
On the basis of the association “Ika-21″*, at the Irakli Kemoklidze Day Center, in the wooden workshop “Shqivi” there are amazing pre-New Year’s preparations. Our energetic young people create New Year’s and Christmas ecologically clean wooden souvenirs and accessories with great love, determination and creative energy. A variety of works are made – handmade toys, decorations, wooden figures, New Year’s and Christmas accessories. Each item is created with great love and care.
It is filled with warmth and joy created by the power of their own hands.
Why is this process important for people with disabilities? – It promotes the development of motor skills, creative self-expression, the development of responsibility and labor skills, teamwork, and the creation of a positive pre-New Year’s mood. The “Ray” wood workshop not only creates carefully prepared New Year’s products, but also gives young people the opportunity to grow, develop, and fully reveal their abilities. This is a place where hard work, creativity, and human warmth together create a special atmosphere of the holiday.