





მეწარმეობის და შემოქმედებითი უნარების განვითარება შშმ ახალგაზრდებში
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში წარმატებით ჩატარდა ტრენინგების მორიგი ციკლი, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ ახალგაზრდებში ცოდნის, უნარებისა და დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო კომპეტენციების განვითარებას. ტრენინგები მოიცავდა სამ მთავარ თემას: მეწარმეობა, ხის დიზაინი და ესკიზირება, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და საზოგადოებრივი სტიგმების დაძლევა.
1.პირველი ტრენინგი – მეწარმეობის უნარების განვითარება-ტრენინგის პირველმა ნაწილმა მონაწილეებს მისცა ფართო ცოდნა მეწარმეობის შესახებ. შშმ ახალგაზრდებმა ისწავლეს:
რა არის მეწარმეობა და რას მოიცავს თანამედროვე მცირე ბიზნესი, როგორ დაისახონ რეალისტური და მისაღწევი მიზნები,როგორ დაიწყონ მცირე ბიზნესის იდეის განვითარება,რომელი ნაბიჯებია მნიშვნელოვანი იდეის განხორციელებისთვის,როგორ გააანალიზონ ბაზარი და განსაზღვრონ სამიზნე მომხმარებელი,როგორ დაადონ პროდუქტს სამართლიანი და კონკურენტული ფასი,როგორ დაგეგმონ გაყიდვები და მიიღონ მოგება,
რა არის რისკები და როგორ მოხდეს მათი მართვა.ტრენინგმა ახალგაზრდებს მისცა პრაქტიკული მაგალითები, მარტივი ინსტრუმენტები და გაცნობიერება, რომ მეწარმეობა არის საქმიანობა, რომლის მიზანია პროდუქტის ან სერვისის შექმნა, განვითარება და გაყიდვა, რათა მიღებულ იქნეს მოგება.
- მეორე ტრენინგის თემა იყო – ხის დიზაინი, ესკიზების შექმნა და შემოქმედებითი უნარების განვითარება შშმ ახალგაზრდებში.მეორე სესია დაეთმო ხის დიზაინს, ესკიზირების საფუძვლებსა და შემოქმედებითი უნარების გაძლიერებას. მონაწილეებმა ისწავლეს:დიზაინის ძირითად პრინციპები და ეტაპები,როგორ შეიქმნას გეგმა და ესკიზი მომავალი პროდუქტისათვის,ფერთა კომბინაციების შერჩევის წესები,საკუთარი ნამუშევრის სტილისა და ვიზუალური იდენტობის შექმნა, დამოუკიდებლად მუშაობის, კონცენტრაციისა და მშვიდი სამუშაო გარემოს ფორმირების მეთოდები,როგორ გადაიქცეს ესკიზი დასრულებულ პროდუქტად,როგორ გაყიდონ საკუთარი ხელნაკეთი ნამუშევრები.ტრენინგის დასრულების შემდეგ ახალგაზრდებს მიეცათ რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარებათ მომავალში საკუთარი დიზაინის შექმნასა და შესაბამისი პროდუქციის განვითარებაში.
- მესამე ტრენინგის თემა იყო –,, შშმ პირები და საზოგადოება’’. მესამე ტრენინგის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება და სტიგმების შემცირება. მონაწილეებმა განიხილეს:რა სტიგმები და მცდარი წარმოდგენები არსებობს შშმ პირებზე,რომელი ტერმინები არის მიუღებელი და როგორია კორექტული, პატივისცემით სავსე ენა,რას ნიშნავს თანასწორობა, ჩართულობა და ღირსეული დამოკიდებულება,როგორ შევცვალოთ საზოგადოებრივი ხედვა, როგორ ვიბრძოლოთ სტერეოტიპების წინააღმდეგ,რა მნიშვნელობა აქვს სწორი კომუნიკაციის სტილს და ემპათიურ ურთიერთობას.ტრენინგმა ახალგაზრდებს მისცა ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ და ასევე იმის შესახებ, როგორ შეძლონ თვითპრეზენტაცია და საზოგადოების წინაშე აქტიურად გამოსვლა.ტრენინგების ციკლი წარმატებით დასრულდა და თითოეულმა მონაწილემ მიიღო ახალი ცოდნა, მოტივაცია და პრაქტიკული უნარები, რომლებიც დაეხმარებათ როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე მომავლის პროფესიულ და შემოქმედებით განვითარებაში.
ტრენინგები მიმდინარეობდა პროექტის ,,ხის სახელოსნო ,,სხივი’’ შშმ ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური გაძლიერება ფარგლებში,რომელსაც უძღვებოდა ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში მაია ასაკაშვილი. პროექტი მხარდაჭერილია ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ.
Developing Entrepreneurship and Creative Skills in Young People with Disabilities
The next cycle of trainings was successfully held at the Irakli Kemoklidze Day Center, which aimed to develop knowledge, skills and competencies necessary for independent living among young people with disabilities. The trainings covered three main topics: entrepreneurship, wood design and sketching, as well as the rights of people with disabilities and overcoming social stigmas.
- First training – Developing Entrepreneurship Skills – The first part of the training provided the participants with extensive knowledge about entrepreneurship. Young people with disabilities learned:
What is entrepreneurship and what does a modern small business entail, how to set realistic and achievable goals, how to start developing a small business idea, what steps are important for implementing an idea, how to analyze the market and determine the target customer, how to set a fair and competitive price for a product, how to plan sales and make a profit,
What are risks and how to manage them. The training provided young people with practical examples, simple tools and the understanding that entrepreneurship is an activity aimed at creating, developing and selling a product or service in order to make a profit.
- The topic of the second training was – wood design, sketching and developing creative skills in young people with disabilities. The second session was dedicated to wood design, the basics of sketching and strengthening creative skills. Participants learned: basic principles and stages of design, how to create a plan and sketch for a future product, rules for selecting color combinations, creating a style and visual identity for their own work, methods for working independently, concentrating and creating a calm working environment, how to turn a sketch into a finished product, how to sell their own handmade works. After the training, young people were given recommendations that will help them create their own designs and develop relevant products in the future.
- The topic of the third training was – “Persons with disabilities and society”. The goal of the third training was to raise awareness and reduce stigma. Participants discussed: what stigmas and misconceptions exist about people with disabilities, what terms are unacceptable and what is correct, respectful language, what equality, inclusion and dignified attitude mean, how to change public perception, how to fight against stereotypes, the importance of the right communication style and empathetic relationships. The training provided young people with knowledge about their rights and how to be able to self-present and actively speak out in front of the public. The training cycle was successfully completed and each participant received new knowledge, motivation and practical skills that will help them both in everyday life and in their future professional and creative development.
The trainings were held within the framework of the project “Wood Workshop “Ray” for the Economic and Social Empowerment of Young People with Disabilities”, which was led by Maia Asakashvili, an expert on issues of people with disabilities. The project is supported by the Youth Agency.