IKA

A Special Day -განსაკუთრებული დღე ✨

ასოციაცია „იკა-21“ გუშინ, ლიდერ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელის, ქალბატონი ნათია შათირიშვილის მოწვევით, ახალგაზრდები შეზღუდული შესაძლებლობებით ეწვივნენ დავით ზოდელავას სახელობის თბილისის ზღვის კლუბს. ქველმოქმედება, სიკეთე, დახმარების სურვილი — ეს მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. ასეთი მაგალითის მომცემი და გამორჩეული პიროვნებაა ქალბატონი ნათია, რომელმაც ირაკლი ქემოკლიძის დღის ცენტრის ახალგაზრდებს დაუვიწყარი, ლამაზი და ფერადი დღე აჩუქა. თბილისის ზღვის კლუბში გატარებული დრო იყო სიხარულით, მზითა და ფერებით სავსე. ყოველი წამი — თბილი მიღება, ზღვის ჰაერი, აუზში ბანაობა, მზიანი გარემო და ყურადღებიანი მასპინძლობა — ნათლად აჩვენებს, როგორი დიდი გულია იმ ადამიანის, ვინც ეს შესაძლებლობა მისცა ახალგაზრდებს შეზღუდული შესაძლებლობებით. ეს დღე დარჩება თითოეული ახალგაზრდის მეხსიერებაში როგორც იმედისა და ინკლუზიური საზოგადოების ნათელი მაგალითი. ღონისძიება დასრულდა ლამაზი და გემრიელი ტორტის გაჭრით, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შეუკვეთა Bidisi Academy-მ. ასოციაცია „იკა-21“-ის სახელით, გულწრფელად ვუხდით მადლობას ქალბატონ ნათიას — ლიდერ ქალთა საზოგადოების ხელმძღვანელს, Bidisi Academy-ს დამფუძნებელსა და დირექტორს — ჩვენი ცენტრის ახალგაზრდებისთვის სიხარულის მინიჭებისთვის. მადლობა, ქალბატონო ნათია, სიყვარულისთვისა და გულწრფელი მზრუნველობისთვის, სოციალურ ჩართულობაზე ზრუნვისთვის და ჩვენს ახალგაზრდებთან ბედნიერების გაზიარებისთვის.


ასოციაცია – “იკა-21″ Yesterday, young people with disabilities were invited to David Zodelava’s Tbilisi Sea Club by the head of the Women’s Society, Mrs. Natia Shatirishvili. Charity, kindness, ray of help, this is only the fate of the chosen. Such an exemplary and distinguished person is Mrs. Natia, who gifted an unforgettable, beautiful, colorful day to the youth of Irakli Kemoklidze Day Center. The time spent in Tbilisi Sea Club was full of joy, sun and beautiful colors. Every moment – warm welcome, sea air, swimming in the pool, sunny surroundings and attentive hospitality – clearly shows how big the heart and love is of the person who gave this opportunity to young people with disabilities. This day will be remembered by every young person as a shining example of hope and inclusive society. The event ended with cutting the beautiful and delicious cake ordered by Bidisi Academy for this beautiful day. Association ,,Ika-21” on behalf of the whole team, we would like to thank Mrs. Natia, head of ლიდერ ქალთა საზოგადოება • leader women society Women’s Society, founder and director of Natia Shatirishvili Bidisi Academy for making the youth of our center happy. Thank you Ms. Natia for loving and sincere care to promote social engagement and sharing happiness with our young people.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *