IKA

ღია სივრცის სარგებელი- The Benefits of Open Space

როცა კარგი ამინდია, ასოციაცია,,იკა-21’ , ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრი განსაკუთრებულ ღია სივრცედ იქცევა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები დიდ სარგებელს იღებენ ამ მომენტებისგან: სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა, უსაფრთხო და ინკლუზიურ გარემოში გადაადგილება, სხვებთან ერთად აქტივობების გაზიარება. ახალი მწვანე მაგიდები მრავალ შესაძლებლობას იძლევა: შესაძლებელია ხატვა, კითხვა, თამაში, მცირე სამუშაოების ჩატარება ან უბრალოდ ერთმანეთთან საუბარი. დღევანდელი აქტივობა მატყლის სველი მოთელვის ტენოლოგიის შესწავლას და ღია სივრცეში,ულამაზესი,ხელნაკეთი ,ყვავილებიანი მატყლის პანო-სუვენირის შექმნას დაეთმო.
მატყლზე მუშაობა ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის,ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას, აღქმისა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობის დარეგულირებას. ეს თერაპია და ღია სივრცე აუმჯობესებს არა მხოლოდ კრეატიულობასა და სოციალიზაციას, არამედ აძლიერებს საზოგადოებაში ჩართულობის შესაძლებლობასა და შშმ ახალგაზრდების კეთილდღეობას.

When the weather is nice, the Irakli Kemoklidze Ika-21 center becomes a special open space. People with disabilities gain great benefits from these moments: breathing fresh air, moving in a safe and inclusive environment, and sharing activities with others.

The new green tables provide many opportunities: drawing, reading, playing, doing small workshops, or simply talking together. This not only encourages creativity and socialization, but also strengthens the sense of community and well-being.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *