




„შესაძლებლობების ფერადი სახელოსნო“ – ინკლუზიური, შემოქმედებითი სივრცე შშმ ახალგაზრდებისთვის
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, ასოციაცია,,იკა-21’’, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში გაიმართა პროექტის -„შესაძლებლობების ფერადი სახელოსნო“ შემაჯამებელი ღონისძიება-გამოფენა ორგანიზაციის საგამოფენო სივრცეში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შშმ ახალგაზრდების მიერ შექმნილი ხელნაკეთი სუვენირები და დეკორაციები — უნიკალური ნამუშევრები, რომლებიც ასახავდა მონაწილეთა შემოქმედებითობას, შრომისმოყვარეობასა და შესაძლებლობების მრავალფეროვნებას.
პროექტი დაფინანსებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ.
პროექტის მიზანი იყო ინკლუზიური, შემოქმედებითი და მხარდამჭერი გარემოს შექმნა, სადაც შშმ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა განივითარონ უნარები თვითგამოხატვისა და შრომითი ინტეგრაციის მიმართულებით. მონაწილეებმა ხელნაკეთი სუვენირების დამზადების პროცესში განავითარეს წვრილი მოტორიკა, კოგნიტური და დამოუკიდებლობის უნარები, ყურადღების კონცენტრაცია და შემოქმედებითი აზროვნება. პროგრამამ ხელი შეუწყო ემოციური რეგულაციის, სოციალური და კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას, ჯგუფურ მუშაობასა და თვითშეფასების ამაღლებას.
შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანის რაიონის გამგებელის მოადგილე ნანა ციმაკურიძე , გლდანის გამგეობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები, რომლებმაც მაღალი შეფასება მისცეს შშმ ახალგაზრდების ნამუშევრებს და აღნიშნეს მსგავსი ინიციატივების დიდი მნიშვნელობა.სტუმრებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი პროექტების განხორციელება და თბილისის მერიის აქტიური მხარდაჭერა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, თვითრეალიზაციასა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნას.„შესაძლებლობების ფერადი სახელოსნო“ კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯია იმ გზაზე, რომელიც შშმ პირების სოციალური ჩართულობისა და მათი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზებისკენ არის მიმართული.
ასოციაცია – “იკა-21” თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
თბილისის მერია / Tbilisi City Hall გლდანის რაიონის გამგეობა
Colorful Workshop of Opportunities” – An Inclusive, Creative Space for Youth with Disabilities
On November 19 of this year, the association “IKA-21” held the final event-exhibition of the project “Colorful Workshop of Opportunities” at the Irakli Kemoklidze Day Center, in the organization’s exhibition space.
The event showcased handmade souvenirs and decorations created by young people with disabilities—unique works reflecting the participants’ creativity, diligence, and diversity of abilities.
The project was funded by the Tbilisi City Hall Municipal Service for Culture, Education, Sports, and Youth Affairs.
The aim of the project was to create an inclusive, creative, and supportive environment where persons with disabilities could develop skills in self-expression and labor integration. Through the process of making handmade souvenirs, participants enhanced fine motor skills, cognitive and independence skills, concentration, and creative thinking. The program also contributed to improving emotional regulation, social and communication skills, teamwork, and self-esteem.
The final event was attended by Nana Tsimakuridze, Deputy Head of the Gldani District Administration, representatives of the Gldani Municipality, and invited guests, who highly appreciated the works of young people with disabilities and emphasized the importance of such initiatives. Guests noted that the implementation of such projects, along with the active support of Tbilisi City Hall, significantly contributes to the integration, self-realization, and creation of equal opportunities for persons with disabilities in society.
“Colorful Workshop of Opportunities” is another successful step on the path toward social inclusion and the realization of the creative potential of persons with disabilities.
Association – “IKA-21”
Tbilisi City Hall Municipal Service for Culture, Education, Sports, and Youth Affairs
Tbilisi City Hall / Gldani District Administration