3 დეკემბერს, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა დატრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთადახმარების სააგენტოს ორგანიზებით, გაიმართაგამოფენა-გაყიდვა „ხელით შექმნილი ინკლუზიურისივრცე“. ღონისძიება ერთდროულად ორ ლოკაციაზე – „თბილისი ცენტრალში“ და სავაჭრო ცენტრ„ქარვასლაში“ – ჩატარდა და მიუძღვნა შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღეს.
გამოფენაში მონაწილეობდნენ სააგენტოსპროგრამებში ჩართული სერვისის მიმწოდებელიორგანიზაციების ბაზაზე მოქმედი სოციალურისაწარმოების ბენეფიციარები.„თბილისი ცენტრალში“ გამოფენა-გაყიდვაზემონაწილეობდა ასოციაცია „იკა-21“, ირაკლიქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრისგამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო, ასევეორგანიზაციის ბაზაზე არსებული ხის სოციალურისაწარმო „სხივი“.
სტენდებზე წარმოდგენილი იყო ჩვენი ახალგაზრდებისმიერ დიდი სიყვარულითა და შემოქმედებით შექმნილიუნიკალური ნამუშევრები:• წინასაახალწლოხელნაკეთი სუვენირები,ფეტრის მასალისგან შექმნილიდეკორაციები,სხვადასხვა ტექნოლოგიითშესრულებული საახალწლო აქსესუარები, „სხივის“ ეკოლოგიურად სუფთა ხის მასალისგან დამზადებულინაძვის ხეები, თოვლის ბაბუები, სანტა-კლაუსისკომპოზიციები, ხის სათამაშოები და მრავალფეროვანისაახალწლო-საშობაო დეკორაციები.თითოეულინამუშევარი არის შშმ ახალგაზრდების შრომის, მონდომების, განვითარებული უნარებისა დადაუღალავი შემოქმედებითი პროცესისშედეგი.ღონისძიების მთავარი მიზნები იყო:შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთამხარდაჭერა,მათი სოციალური ჩართულობისგაძლიერება,ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობადა ინკლუზიური გარემოს პოპულარიზაცია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სახელმწიფოზრუნვის სააგენტოს ღონისძიების ორგანიზებისა დაუწყვეტი მხარდაჭერისთვის.მნიშვნელოვანია, რომჩვენი ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენმსგავს გამოფენებში – ეს მათ აძლიერებს, აღვივებსთვითშეფასებას და ხელს უწყობს საზოგადოებაშიინტეგრაციას.
ერთად დავუჭიროთ მხარი სოციალურ ინიციატივას!შშმ ახალგაზრდების ხელნაკეთი ნივთების შეძენითდავეხმაროთ მათ სოციალურ ჩართულობასა დაეკონომიკურ გაძლიერებაში. ერთად შევქმნათ ინკლუზიური სივრცე!



