მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
დაარსების დღიდან ჩვენი ორგანიზაცია თანამშრომლობს მრავალ ორგანიზაციასთან, პარტნიორთან, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.
ჩვენი პარტნიორები არიან: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სოციალური მომსახურების სააგენტო. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.
ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობა დამყარდა თბილისის მერიასთან, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; დანაშაულის პრევენციის,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო,სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
ახალგაზრდობის სააგენტო,ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი.
საერთაშორისო პარტნიორები:
ამერიკის საელჩო, ნიდერლანდების საელჩო, საფრანგეთის საელჩო, მსოფლიო ბანკი,ღია საზოგადოება-საქართველო, ,,მსოფლიო სწავლება’’-უესაიდი, ფონდი ,,ჰორიზონტი,’’ მერსი ქორი,პოლონეთის ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირთა ასოციაცია’,’რიტა პროექტი-პოლონეთი, ჩეხეთის განვითარების სააგენტო, ჩეხური ორგანიზაცია-,,ადამიანი გაჭირვებაში’’, ნორვეგიის განათლების სამინისტრო,ნორვეგიის მთავრობა,გერმანიის თანამშრომლობის ფონდი, მაკლეინის ასოციაცია.
საერთაშორისო ფონდების, საელჩოებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გარდა, ბოლო წლებში განვავითარეთ მნიშვნელოვანი პარტნიორობა იტალიურ ორგანიზაციასთან და მოხალისეობრივ ცენტრთან – Ce.S.eVo.Ca. – რომელთან ერთადაც განვახორციელეთ სხვადასხვა პროექტები, დაწყებული იტალია-საქართველოს ორმხრივი კონფერენციებიდან იტალიაში ოფიციალურ ვიზიტამდე. გარდა ამისა, 2022 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ჩვენს ორგანიზაციაში მცირე რაოდენობის ახალგაზრდა იტალიელი მოხალისეების მასპინძლობა, რომლებიც ყოველწლიურად გვეხმარებიან ჩვენი პროექტების განვითარებასა და საერთაშორისო ურთიერთობების გაძლიერებაში.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.