IKA

მოსაწვევი: გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა - შშმ პირთა ინტეგრაცია საზოგადოებისკენ

2024 წლის 31 ოქტომბერს, 13:00- 17:00 ასოციაცია,,იკა-21’’, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრი,გიწვევთ პროექტის ,,გამოყენებითი ხელოვნება-გზა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის’’შემაჯამებელ ღონისძიებაზე.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ ირაკლი ქემოკლიძის სახელობის 18+ შშმ პირთა დღის ცენტრის, გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში, ახალგაზრდების მიერქსოვილისა და ქეჩის(ფეტრის) მასალისგან შექმნილი სხვადასხვა დიზაინის სასაჩუქრე სუვენირები და დეკორაციები:
სხვადასხვა დიზაინის თმის სამაგრები, აბრეშუმის ქსოვილის თავსაფრები და შარფები, ნაჭრის ყელსაბამები, ნაჭრის საყურეები,ნაჭრის ჩანთები,საახალწლო მაგიდის რანერები და მათიკები,საახალწლო მაგიდის სუფრები,ფეტრის მასალისგან შექმნილი საახალწლო ბოთლის ჩასადები-სუვენირი,ფეტრის საკამფეტე-სუვენირი და სხვა ხელნაკეთი სუვენირები.
შემაჯამებელი ღონისძიება ტარდება პროექტის-,,გამოყენებითი ხელოვნება-გზა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის’’-ფარგლებში.პროექტი დაფინანსებულიაქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ორგანიზაციის ბაზაზე არსებულ სამკერვალოში შშმ ახალგაზრდებისთვისჭრა-კერვის ტექნიკების დაუფლება, თარგის მიხედვით სხვადასხვა ქსოვილისგან განსხვავებული დიზაინის სუვენირების შექმნა და გამოყენებითი ხელოვნების თერაპიით შშმ ახალგაზრდების უნარების განვითარება.
გთხოვთ ,გვეწვიოთ!
გამოფენა გაიმართება ასოციაცია ,,იკა-21’’ საგამოფენო სივრცეში.
მისამართი: გლდანი,წყალსადენის ქ. 13.(ფეიქრების ქუჩის გაგრძელება)
საკონტაქტო პირი : 551 202511; asakashvili_maia@yahoo.com

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.