მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
გამოყენებითი ხელოვნების თერაპია არის თერაპიის სპეციალიზირებული ფორმა, რომელიც აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში, გამოიყენება ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირებთან, იგი დაფუძნებულია ვიზუალურ და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებზე, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას.
ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელთაც უჭირთ ფორმალური განათლება, სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში ჩართვა, დასაქმება, მწირია მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, წრეები, ილუსიტრირებული სახელმძღვანელოები, სასწავლო მეთოდოლოგია არ არის მათთვის ადაპტირებული.
დღის ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეიქმნა მეთოდოლოგიურად ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, ილუსტრირებული, ვიზუალური, გამარტივებული, დიდი შრიფტით,მოდიფიცირებული, დასურათებული მასალები და ვიდეო-გაკვეთილები. კერვა – ხელს უწყობს წვრილი მოტორიკის, ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას.
პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოს ფუნქციონირებისთვის საჭირო მასალები:სხვადასხვა ქსოვილების (აბრეშუმი,შტაპელი), ქეჩა (ფეტრი), სუვენირების დეკორირებისთვის საჭირო მასალები.
ხელნაკეთი სუვენირების შექმნისთვის (სხვადასხვა ქსოვილის, ქეჩის მასალით, კერვის ტექნოლოგიის გამოყენებით) თეორიული და პრაქტიკული სესიები ჩატარდა შშმ ახალგაზრდებთან, მშობლებთან, მხარდამჭერებთან;
პროექტის ფარგლებში, გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში შეიქმნა შემდეგი თემატური ხელნაკეთი სუვენირები :
ა)სხვადასხვა ქსოვილისგან შეკერილი სუვენირები და დეკორაციები:
1. ქსოვილისგან სხვადასხვა დიზაინის თმის სამაგრები;
2. აბრეშუმის თავსაფრები და შარფები;
3. ნაჭრის ყელსაბამები;
4. ნაჭრის საყურეები;
5. ნაჭრის ჩანთები;
6. საახაწლო მაგიდის რანერები და მათიკები;
7. . საახალწლო მაგიდის სუფრები;
2) ქეჩის მასალისგან შეიქმნა:
1..ფეტრის საახალწლო ბოთლის ჩასადები-სუვენირი;
2.ფეტრის საკამფეტე-სუვენირი;
რატომ არის მნიშვნელოვანი ვიზუალური,მოდიფიცირებული ,დასურათებული, ტექსტური თეორიული და ვიზულაური ვიდეო-გაკვეთილების მომზადება? როგორი მეთოდით მიმდინარეობდა მუშაობა ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირებთან?
სამუშაოები დაყოფილია ოპერაციებად, ვიდეო-გაკვეთილები,ვიზუალური და ტექსტური მეთოდური მასალა თავიდან აგვარიდებს მათ გადაღლას, ხელს შეუწყობს ინტელექტუალური განვითარების შეფერხების პირთა ეტაპობრივ განვითარებას, ინტერესთა სფეროს გაფართოებას.კერვა და ხელოვნებით თერაპიის ტექნიკების გამოყენება შშმ ახალგაზრდებს გაუადვილებს, გამოხატონ თავიანთი ემოცია, გათავისუფლდნენ შიშისა და ჩაკეტილობისგან,დაეუფლონ ახალ ცოდნას,უნარებს,მათი აზრები და გრძნობები მოვიდეს ერთმანეთთან ჰარმონიაში,აღმოაჩინონ და განივითარონ შესაძლებლობები,დაძლიონ აგრესია,ნეგატივი და აიმაღლონ თვითშეფასება.
პროექტის განხორციელება შედეგიანია და დიდ რეზონანსს გამოიწვევს საზოგადოებაში. გამოყენებითი ხელოვნების თერაპიის ტექნიკების გამოყენებით, ელექტრონული ვიდეო-გაკვეთილებითა და ადაპტირებული,დასურათებული ტექსტური მასალით სწავლების მიდგომა დაგვეხმარება, დავნერგოთ ხელოვნებითი თერაპიის ახალი მეთოდი-ხელნაკეთი სუვენირების შექმნა. ხელნაკეთი სუვენირების შექმნის დროს შშმ პირი თავად არის ჩართული აქტივობებში თერაპევტთან ერთად, რაც აძლიერებს მათ შინაგან რწმენას, თვითგანვითარებას, საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებას, კომუნიკაციის სირთულეებისა და ჩაკეტილობის დაძლევას, შინაგან თავისუფლებას,დამოუკიდებელი უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას.
პროექტის დასასრულს, 31 ოქტომბერს გაიმართა პროექტის ,,გამოყენებითი ხელოვნება- გზა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ‘’
შემაჯამებელი ღონისძიება ორგანიზაციის ფართში, საგამოფენო სივრცეში, რომელიც საგამოფენო სივრცის მისამართია: გლდანის რაიონი, წყალსადენის ქუჩა N13.
შშმ პირთა მიერ გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში შექმნილი სუვენირების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.
დიდი მადლობა თბილისის მერიის,კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს მხარდაჭერისთვის. თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური
@ikaassociation21 ასოციაცია,,იკა-21’’ ირაკლი ქემოკლიძის სახელობის 18+შშმ პირთა დღის ცენტრი ,,გამოყენებითი ხელოვნება- გზა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ‘’ გამოყენებითი ხელოვნების თერაპია არის თერაპიის სპეციალიზირებული ფორმა, რომელიც აპრობირებულია ევროპულ ქვეყნებში, გამოიყენება ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირებთან, იგი დაფუძნებულია ვიზუალურ და სხვადასხვა შემოქმედებით აქტივობებზე, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას. ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელთაც უჭირთ ფორმალური განათლება, სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში ჩართვა, დასაქმება, მწირია მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, წრეები, ილუსიტრირებული სახელმძღვანელოები, სასწავლო მეთოდოლოგია არ არის მათთვის ადაპტირებული. დღის ცენტრის გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში მულტიდისციპლინური გუნდის მიერ შეიქმნა მეთოდოლოგიურად ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, ილუსტრირებული, ვიზუალური, გამარტივებული, დიდი შრიფტით,მოდიფიცირებული, დასურათებული მასალები და ვიდეო-გაკვეთილები. პროექტის განხორციელება შედეგიანია და დიდ რეზონანსს გამოიწვევს საზოგადოებაში. გამოყენებითი ხელოვნების თერაპიის ტექნიკების გამოყენებით, ელექტრონული ვიდეო-გაკვეთილებითა და ადაპტირებული,დასურათებული ტექსტური მასალით სწავლების მიდგომა დაგვეხმარება, დავნერგოთ ხელოვნებითი თერაპიის ახალი მეთოდი-ხელნაკეთი სუვენირების შექმნა. ხელნაკეთი სუვენირების შექმნის დროს შშმ პირი თავად არის ჩართული აქტივობებში თერაპევტთან ერთად, რაც აძლიერებს მათ შინაგან რწმენას, თვითგანვითარებას, საკუთარი თავის ღირსების შეგრძნებას, კომუნიკაციის სირთულეებისა და ჩაკეტილობის დაძლევას, შინაგან თავისუფლებას,დამოუკიდებელი უნარების განვითარებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. პროექტის დასასრულს, 31 ოქტომბერს გაიმართა პროექტის ,,გამოყენებითი ხელოვნება- გზა შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის. ‘’ დიდი მადლობა თბილისის მერიის,კულტურის,განათლების,სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს მხარდაჭერისთვის. ✨ Welcome to IKA-21 Day Center! ✨ Empowering adults with disabilities through Applied Arts Therapy! At the Irakli Kemoklidze Day Center, we use art as a powerful tool for growth, creativity, and social integration. 🎨✨ Our workshops help develop skills and self-confidence by creating beautiful, handmade items, from scarves to decorations, alongside therapists. Every piece made is a step toward independence and community connection! 💪❤️ Join us in celebrating this journey and the impact of Applied Arts Therapy! Thank you, Tbilisi City Hall, for your support.
♬ suono originale - ikaassociation21
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.