IKA

ასოციაცია "იკა-21" ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში

თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისის წყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. მას ჩრდილოეთის მხრიდან კეტავს სოლოლაკის ქედი, სამხრეთიდან – თაბორის მთის კლდეები, ჩრდილო-დასავლეთით ბაღი კოჯრის გზატკეცილს ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თბილისის უძველეს უბნებს – აბანოთუბანსა და ხარფუხს. ბაღის აღმოსავლეთით ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტებია. თბილისის ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდნარს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, ბელვედერი, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით. აქ ასევე ფუნქციონირებს კაფე, მუზეუმი და სადღესასწაულო სივრცე, ბაღში არის საბავშვო სივრცეც საქანელებითა და სხვა გასართობებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ბაღის ტერიტორიაზე ასევე არის საცოცი კლდეც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა შესაძლებელია საინტერესო ტურებიც როგორებიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო- მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები მიმზიდველ გარემოს ქმნის, ამიტომაც იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.
ეს იყო დაუვიწყარი,შთაბეჭდილებებით სავსე დღე ჩვენი დღის ცენტრის ახალგაზრდების ცხოვრებაში. დიდი მადლობა თბილისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას და არაჩვეულებრივ გიდს გულთბილი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის.
თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია
მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, 1845 წელს კი მას გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში კი ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია მიემატა, წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს.

@ikaassociation21 ასოციაცია ,,იკა-21’’ ,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრი,გასვლითი,ინტეგრაციული ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნულ,ბოტანიკულ ბაღში იმყოფებოდა. თბილისის ბოტანიკური ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი, თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისის წყლის (ლეღვთახევი) ხეობაში მდებარეობს. მას ჩრდილოეთის მხრიდან კეტავს სოლოლაკის ქედი, სამხრეთიდან - თაბორის მთის კლდეები, ჩრდილო-დასავლეთით ბაღი კოჯრის გზატკეცილს ესაზღვრება, სამხრეთ-აღმოსავლეთით კი თბილისის უძველეს უბნებს - აბანოთუბანსა და ხარფუხს. ბაღის აღმოსავლეთით ნარიყალას ციხე-სიმაგრე და ძველი სამეფო ბაღის ფრაგმენტებია. თბილისის ბოტანიკური ბაღი შესანიშნავი ადგილია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის, ასევე ექსტრემით, მეკლდეურობითა და მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანებისთვის. აქ ნახავთ მრავალფეროვან ვარდნარს, იასამნების კოლექციას, წიწვოვანთა კოლექციას, იაპონურ ბაღს, ულამაზეს ჩანჩქერს, ხეებში ჩაფლულ ხიდებსა და შადრევნებს. ბაღში მოწყობილია დასასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები ხეივნებსა და მოყვავილე ბაღებს შორის, ბელვედერი, საიდანაც ბოტანიკური ბაღის ზედხედით დატკბებით. აქ ასევე ფუნქციონირებს კაფე, მუზეუმი და სადღესასწაულო სივრცე, ბაღში არის საბავშვო სივრცეც საქანელებითა და სხვა გასართობებით. ნარიყალას ციხე-სიმაგრიდან ბოტანიკურ ბაღში ზიპლაინით დაშვებაა შესაძლებელი. ბაღის ტერიტორიაზე ასევე არის საცოცი კლდეც აქტიური სპორტის მოყვარულთათვის. ბოტანიკური ბაღის ვიზიტორთა შესაძლებელია საინტერესო ტურებიც როგორებიცაა: შემეცნებითი ტური, საბავშვო მარშრუტი, ველო- მარშრუტი და ტური ელექტრომობილებით. ბოტანიკური ბაღი თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია, მრავალფეროვანი მოყვავილე ბაღები, ხეივნები, ბილიკები, დუმფარებიანი აუზები, ეგზოტიკური მცენარეები, ჩანჩქერი და ლამაზი, პატარა ხიდები მიმზიდველ გარემოს ქმნის, ამიტომაც იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. ეს იყო დაუვიწყარი,შთაბეჭდილებებით სავსე დღე ჩვენი დღის ცენტრის ახალგაზრდების ცხოვრებაში. დიდი მადლობა თბილისის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას და არაჩვეულებრივ გიდს გულთბილი მასპინძლობისა და მხარდაჭერისთვის. თბილისის ბოტანიკური ბაღის ისტორია მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებში დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული, რომლებიც საქართველოს სამეფო კარს ეკუთვნოდა. ფრანგი მოგზაურის ჟან-ბატისტ შარდენის ჩანაწერებიდან ცნობილია, რომ სამეფო ბაღს განსაკუთრებული მზრუნველობით უვლიდა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი 12-ის მეუღლე, დედოფალი მარიამი. რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ბაღი სახელმწიფო საკუთრება გახდა, 1845 წელს კი მას გრაფ მიხეილ ვორონცოვის ბრძანებით ბოტანიკური ბაღი ეწოდა. 1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932–58 წლებში კი ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია მიემატა, წავკისისწყლის მარჯვენა ნაპირზე და თაბორის მთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე. ამჟამად ბაღის ფართობი 97 ჰექტარია. ბოტანიკურ ბაღში საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციებია წარმოდგენილი. ბაღის კოლექცია მოცავს 3500-მდე სახეობას, სახესხვაობასა და კულტივარს. საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ტროპიკულ მცენარეთა ორანჟერეა, სანერგე მეურნეობა და 6 სამეცნიერო-კვლევითი განყოფილება ფუნქციონირებს. 🌿 A Day at Tbilisi’s Botanical Garden! 🌸 Our day center members from Ika-21 had an incredible outing to Georgia's National Botanical Garden! From blooming flowers and waterfalls to exploring Japanese gardens and zip-lining from Narikala Fortress, it was an unforgettable experience full of learning and connection. Huge thanks to the Botanical Garden team for the warm welcome and an amazing guide! 🌞 #InclusiveAdventure #TbilisiBotanicalGarden ♬ original sound - ikaassociation21

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.