IKA

სპორტული აქტივობები შშმ პირებისთვის ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში

ასეთი სპორტული აქტივობებია ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ყოველ დღე იტალიელი მოხალისის,მატეოს ხელმძღვანელობით .შშმ პირებისთვის (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის) ფიზიკური აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც მათი ფიზიკური ჯანმრთელობის, ისე ემოციური და სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესებაში.

ფიზიკური აქტივობის სარგებელი შშმ პირებისთვის:
ჯანმრთელობის გაუმჯობესება:
აუმჯობესებს გულისა და სისხლძარღვების მუშაობას.
ზრდის კუნთების ძალასა და მოქნილობას.
ხელს უწყობს წონის კონტროლს და ამცირებს დიაბეტის, ართრიტის და სხვა დაავადებების განვითარების რისკს.
ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა:
ამცირებს სტრესს, შფოთვასა და დეპრესიის სიმპტომებს.
ზრდის თვითშეფასებას და თავდაჯერებულობას.
სოციალური ინტეგრაცია:
ფიზიკური აქტივობები, როგორიცაა გუნდური სპორტი, ხელს უწყობს მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას და სოციალიზაციას.
საზოგადოებაში ჩართულობა ზრდის ინკლუზიას.

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.