მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ასოციაცია,,იკა-21’’,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ახალგაზრდები გასვლითი,ინტეგრაციული ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ.
საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი – ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.
შენობის აგების ისტორია სასახლეს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. 1882 წელს, გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ქალაქ ქუთაისში ულამაზესი ქალბატონი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული გაუმხილა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა. ამ სასახლეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დავით არსენიშვილის (1905-1963; მოგვიანებით იგი მოსკოვში ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა) მიერ 1927 წელს დაარსებული სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა. დღეს ის პროფილით ერთადერთია კავკასიაში, ხოლო კოლექციის სიმდიდრით მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმების თანატოლი. აქ დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ.
სამუზეუმო ექსპონატები ანტიკური პერიოდიდან იწყება. ეს გახლავთ ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერები. მუზემში თავმოყრილია ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა – დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნთსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. აქ არის დაცული გრამფირფიტები, აფიშები, თეატრალური და კინო კოსტიუმები. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში კინოფილმების „ჯიმ შვანთე!“, „მამლუქი“, „გიორგი სააკაძე“ და სხვათა უნიკალური მასალები.
უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. სასახლეში იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები.
ეს იყო,დაუვიწყარი,შთაბეჭდილებებით სავსე დღე დღის ცენტრის ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის. დიდი მადლობა ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისთვის.
@ikaassociation21 ასოციაცია,,იკა-21’’,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ახალგაზრდები გასვლითი,ინტეგრაციული ღონისძიების ფარგლებში ხელოვნების სასახლეში იმყოფებოდნენ. საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმი - ხელოვნების სასახლე ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანესი სიძველეთსაცავია. მუზეუმი განთავსებულია დედაქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს შენობაში. შენობის ავტორია იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორი პოლ ფრიდრიხის ძე შტერნი. ნაგებობა ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშია. სამსართულიანი კოშკი, მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული ღია ტერასა და ციცაბოდ აზიდული სახურავი შენობას უჩვეულო, თბილისისათვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს. შენობის აგების ისტორია სასახლეს მეტ მომხიბვლელობას ანიჭებს. 1882 წელს, გერმანელმა პრინცმა კონსტანტინე პეტრეს ძე ოლდენბურგელმა (1850-1906) ქალაქ ქუთაისში ულამაზესი ქალბატონი, თავად დადიანის მეუღლე აგრაფინა ჯაფარიძე გაიცნო. პრინცი იმდენად მოიხიბლა ქალის მშვენიერებით, რომ მისი ოჯახური მდგომარეობა არად ჩააგდო და სიყვარული გაუმხილა. ოლდენბურგელის მხურვალე გრძნობამ აგრაფინას ქმარიც დაავიწყა და მოვალეობაც. შეყვარებულებმა ქუთაისი დატოვეს და საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდნენ. პრინცმა ქმრისგან გამოქცეულ სატრფოს ულამაზესი სასახლე აუშენა. ამ სასახლეში ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, დავით არსენიშვილის (1905-1963; მოგვიანებით იგი მოსკოვში ანდრეი რუბლოვის მუზეუმის პირველი დირექტორი გახდა) მიერ 1927 წელს დაარსებული სათეატრო მუზეუმი გადმოვიდა. დღეს ის პროფილით ერთადერთია კავკასიაში, ხოლო კოლექციის სიმდიდრით მსოფლიო მნიშვნელობის მუზეუმების თანატოლი. აქ დაცული 300 ათასზე მეტი ექსპონატი თითქმის ამომწურავ ინფორმაციას მოგაწვდით ქართული თეატრის, მუსიკის, ცირკის, ხალხური შემოქმედების, ოპერისა და საბალეტო ხელოვნების განვითარებასა და ამ დარგში მოღვაწე ხელოვანთა შესახებ. სამუზეუმო ექსპონატები ანტიკური პერიოდიდან იწყება. ეს გახლავთ ქალაქ ვანში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი ანტიკური ნიღაბი. ხელნაწერთა და საარქივო დოკუმენტთა ფონდში დაცულია ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, ალექსანდრე ყაზბეგის, ალექსანდრე ახმეტელის, კოტე მარჯანიშვილის, პეტრე ჩაიკოვსკის, თეოდორ შალიაპინის, ნიკოლოზ რიმსკი კორსაკოვის ხელნაწერები. მუზემში თავმოყრილია ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა - დიმიტრი არაყიშვილის, გიორგი ერისთავის, მიხეილ ჭიაურელის, ზაქარია ფალიაშვილის, ვანო სარაჯიშვილის პირადი არქივები; ხელნაწერი პიესები, შექსპირის მაჩაბლისეული თარგმანის ვარიაციები, მუზეუმის წიგნთსაცავში ინახება XVII-XIX საუკუნეების რარიტეტული გამოცემები. აქ არის დაცული გრამფირფიტები, აფიშები, თეატრალური და კინო კოსტიუმები. ფოტო და ფოტონეგატივების ფონდში კინოფილმების „ჯიმ შვანთე!“, „მამლუქი“, „გიორგი სააკაძე“ და სხვათა უნიკალური მასალები. უმდიდრესია სახვითი ხელოვნების ფონდი. სასახლეში იხილავთ: XVI-XVII საუკუნეების სპარსულ მინიატურებს, XVIII საუკუნის ფრანგულ გრავიურებს, ძველი თბილისური მხატვრობის საუკეთესო ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ლევ ბაქსტის, ალექსანდრე ბენუას, ფერნანდ ლეჟეს, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის, ელენე ახვლედიანის, პეტრე ოცხელის, ირაკლი ფარჯიანის ფერწერული ტილოები და გრაფიკული ნამუშევრები. ეს იყო,დაუვიწყარი,შთაბეჭდილებებით სავსე დღე დღის ცენტრის ახალგაზრდებისა და პედაგოგებისთვის. დიდი მადლობა ხელოვნების სასახლის ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს გულთბილი მასპინძლობისთვის. A Magical Day at the Art Palace! Youth from the Irakli Kemoklidze Day Center of "IKA-21" explored the breathtaking Art Palace—Georgia’s iconic museum of theatre, music, and film. 🌟 Highlights: Stunning Islamic Gothic architecture, built for a royal love story 💕 Rare treasures: ancient masks, handwritten plays, costumes, and unique film props 🎭 Masterpieces by Georgian and world-renowned artists like Kakabadze, Gudiashvili, and more 🎨 It was a day full of inspiration and unforgettable memories! 🙏 Huge thanks to the Art Palace team for their warm welcome. #ArtPalace #GeorgianCulture ♬ suono originale - ikaassociation21
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.