თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ასოციაცია „იკა 21-ის“ ბაზაზე არსებულ ხის სახელოსნოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლებისა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები ხეზე კვეთას, ხატვას და გრავირებას (ქსილოგრაფიას) სწავლობენ, ხოლო შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს და სუვენირებს ამზადებენ. ამჟამად, სახელოსნოში წინასაახალწლო სამზადისია და ხის საახალწლო სუვენირების დამზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეისათვის, ხის საწარმოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირია დასაქმებული.
მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.