IKA

იტალია- საქართველოს თანამშრომლობა,სამომავლო გეგმები, პერსპექტივები
ასოციაცია – “იკა-21” დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და იტალიელი მოხალისე კიარა ბორჯა იტალიის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დენტუანოს შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირთა საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.იტალიის საელჩოში გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო,მრავლისმომცველი და ახალი შესაძლებლობებით დატვირთული იყო. იტალიის ელჩი დიდი ინტერესითა და ყურადღებით გაეცნო ასოციაცია,,იკა-21’’ საქმიანობას, სამოქალაქო აქტივისტის,შშმ ახალგაზრდის,ირაკლი ქემოკლიძის მოღვაწეობის ისტორიას, რომელმაც არაერთი შშმ პირის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ,საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა ქმედუუნარობის შემზღუდველი სისტემა და სათავე დაუდო ქმედუნარიანობის სისტემას საქართველოში , სოციალურ მოდელზე გადასვლას.
მასიმილიანო დენტუანო გაეცნო ასოციაცია,,იკა-21’’ მიერ განხორციელებულ პროექტებს, იტალიელი მოხალისეების მოღვაწეობას საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს,გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა იტალიის გამოცდილებას შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით და გამოთქვა მზადყოფნა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას,შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება და ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობა.
იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შშმ პირთა მიმართულებით , წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია სოციალური ინკლუზიის, თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუმჯობესებისთვის.
დიდი მადლობა იტალიის საელჩოს,Ambasciata D’Italia In Georgia, იტალიის ელჩს მასიმილიანო დენტუანოს ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისთვის.

@ikaassociation21 იტალია- საქართველოს თანამშრომლობა,სამომავლო გეგმები, პერსპექტივები ასოციაცია - "იკა-21" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი და იტალიელი მოხალისე კიარა ბორჯა იტალიის ელჩს საქართველოში მასიმილიანო დენტუანოს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი იყო შშმ პირთა საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავება და სამომავლო პერსპექტივების განხილვა.იტალიის საელჩოში გამართული შეხვედრა ძალიან საინტერესო,მრავლისმომცველი და ახალი შესაძლებლობებით დატვირთული იყო. იტალიის ელჩი დიდი ინტერესითა და ყურადღებით გაეცნო ასოციაცია,,იკა-21’’ საქმიანობას, სამოქალაქო აქტივისტის,შშმ ახალგაზრდის,ირაკლი ქემოკლიძის მოღვაწეობის ისტორიას, რომელმაც არაერთი შშმ პირის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ,საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე გააუქმა ქმედუუნარობის შემზღუდველი სისტემა და სათავე დაუდო ქმედუნარიანობის სისტემას საქართველოში , სოციალურ მოდელზე გადასვლას. მასიმილიანო დენტუანო გაეცნო ასოციაცია,,იკა-21’’ მიერ განხორციელებულ პროექტებს, იტალიელი მოხალისეების მოღვაწეობას საქართველოში, ჩვენი ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს,გამოითქვა ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. იტალიის ელჩმა ხაზი გაუსვა იტალიის გამოცდილებას შშმ პირთა უფლებების დაცვის კუთხით და გამოთქვა მზადყოფნა, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ხელი შეუწყოს პროექტებს, რომლებიც გააუმჯობესებს საქართველოში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბებას,შეხვედრაზე აღინიშნა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროება და ერთობლივი ინიციატივების მნიშვნელობა. იტალიასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა შშმ პირთა მიმართულებით , წარმატებული საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება მნიშვნელოვანია სოციალური ინკლუზიის, თანასწორობისა და ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუმჯობესებისთვის. დიდი მადლობა იტალიის საელჩოს,Ambasciata D'Italia In Georgia, იტალიის ელჩს მასიმილიანო დენტუანოს ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრისთვის. 🇮🇹🤝🇬🇪 Italy & Georgia join forces for a brighter future for people with disabilities! The founder of "IKA-21" and Italian volunteer Chiara Borgia met with Italian Ambassador Massimiliano D'Antuono to discuss deeper collaboration and exciting future projects. The meeting was full of new opportunities to improve inclusion and equality in Georgia. From empowering disabled youth like Irakli Kemoklidze to reshaping the legal system, it's all about making positive change! 🌍💡 The Ambassador shared Italy's experience in disability rights and expressed support for initiatives to build a more inclusive society. Let’s keep pushing for change! 💪 #ItalyGeorgia #InclusionMatters #DisabilityRights #Collaboration #SocialChange #FuturePlans #IKA21 #PositiveChange #Empowerment #InclusiveSociety ♬ original sound - ikaassociation21

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.