მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ხის სახელოსნო,,სხივში’’ შშმ პირები ხის სათამაშოების,სუვენირების დამზადებას და გრავირებას (ქსილოგრაფიას) სწავლობენ.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსი გელა ჩივიაშვილი ასოციაცია „იკა 21-ის“ ბაზაზე არსებულ ხის სახელოსნოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სწავლებისა და მუშაობის პროცესს გაეცნო.
თბილისის მერიის პროექტის ფარგლებში, ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები ხეზე კვეთას, ხატვას და გრავირებას (ქსილოგრაფიას) სწავლობენ, ხოლო შემდეგ, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოებს და სუვენირებს ამზადებენ. ამჟამად, სახელოსნოში წინასაახალწლო სამზადისია და ხის საახალწლო სუვენირების დამზადების სამუშაოები მიმდინარეობს.
დღეისათვის, ხის საწარმოში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 20 პირია დასაქმებული.
ხის საწარმოს მისიაა- შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა,რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობასა და დასაქმებას განაპირობებს.
სოციალური მიზანია- ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.
საქმიანობა-ხეზე კვეთა, ეკოლოგიურად სუფთა ხის განმავითარებელი სათამაშოებისა და სუვენირების დამზადება.
ხის საწარმოს მისიაა- შშმ ახალგაზრდების ისეთ ცოდნასა და კომპეტენციების განვითარებაზე მუშაობა,რომელიც მათ შრომით ეფექტიანობას, კონკურენტუნარიანობასა და მხარდაჭერის გზით შრომით ბაზარზე მისაწვდომობასა და დასაქმებას განაპირობებს.
სოციალური მიზანია- ინტელექტუალური დარღვევებისა და ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა პროფესიული გადამზადების, დასაქმებისა და მათი ოჯახების გაძლიერების გზით.
საქმიანობა-ხეზე კვეთა, ეკოლოგიურად სუფთა ხის განმავითარებელი სათამაშოებისა და სუვენირების დამზადება. თვითუზრუნველყოფისთვის.
ვინაიდან,გარდაიცვალა საწარმოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური შშმ წევრი, ირაკლი ქემოკლიძე,საწარმოს მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად ეწოდა-,,სხივი’’-ირაკლის ხის სახელოსნო.
,,სხივში’’ მზადდება ეკოლოგიურად სუფთა სუვენირები და განმავითარებელი სათამაშოები. კითხვის, მათემატიკური, აზროვნების, მონტესორის მეთოდით განმავითარებელი სათამაშოები. მათი გამოყენება შესაძლებელია,როგორც სასწავლო, სარეაბილიტაციო, ისე სამედიცინო მიზნით მიმდინარე სეანსებში (შშმ და ტიპური განვითარების ბავშვთა და მოზარდთა შორის), ისინი განკუთვნილია ხელისა და თითების მოძრაობის კოორდინაციის, მოტორიკის განვითარებისა და დახვეწისათვის, მოჭიდებისა და მხედველობით მამოძრავებელი ფუნქციის ჩამოყალიბებისათვის, აბსტრაქტული აზროვნებისა და მოცულობითი წარმოსახვის სრულყოფისათვის. პროდუქციის ზედაპირი დაფარულია ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საღებავით, რაც უსაფრთხოა ბავშვის ჯანმრთელობისთვის.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.