ჩვენი ასოციაცია ყოველთვის ღიაა ახალი წევრების, მოხალისეების, ყველანაირი წვლილის და ნებისმიერი სახის მხარდაჭერისთვის! ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა და სხვა ადამიანებისთვის გამოცდილების ორმხრივი გაზიარება. ეს ჩვენი მთავარი მიზნის – შშმ პირების სოციალური ინკლუზიის გაზრდის მიღწევის ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა!
დასაკავშირებლად შეგიძლიათ შეავსოთ შემდეგი ფორმა – ჩვენ რაც შეიძლება მალე გიპასუხებთ!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ქუჩა, რომელშიც ვიმყოფებით, შეცვალა სახელი და აღარ ჰქვია წყალსადენის ქუჩა, არამედ ირაკლი ქემოკლიძის ქუჩა. Google Maps-ზე ჯერ კიდევ 13 წყალსადენის ქუჩაა.
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.