IKA

დღის ცენტრის ეზოს დასუფთავება შშმ პირთა ჩართულობით მხოლოდ გარემოს მოვლა კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი თერაპიული და საგანმანათლებლო პროცესია.

დღის ცენტრის ბენეფიციარები პედაგოგებისა და დამხმარე პერსონალის მხარდაჭერით ჩართულები არიან დღის ცენტრის ეზოს დასუფთავების პროცესში. მათ ერთად შეაგროვეს ფოთლები, დაალაგეს გარემო, მოუარეს მცენარეებს და იზრუნეს სისუფთავეზე,ეს ყველაფერი ხელს უწყობს მათი პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბებას, მოსარგებლეები
აცნობიერებენ, რომ გარემოზე ზრუნვა მათი მონაწილეობით ხდება და ისინი მნიშვნელოვანი როლის შემსრულებლები არიან.მიწის დამუშავება, ფოთლების შეგროვება, ავითარებს პრაქტიკულ და ყოველდღიურ ცხოვრებაში საჭირო უნარებს.ბენეფიციარები სწავლობენ, რომ სისუფთავე ყველას პასუხისმგებლობაა და ბუნებაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *