შშმ პირთა შემოქმედებითი პოტენციალის წარმოჩენა: ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში
წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის ეზოში,ხარების საუფლო დღესასწაულთან დაკავშირებით,გაიმართა ასოციაცია ,,იკა-21’’,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრისა და ხის სახელოსნო ,,სხივის ‘’ ახალგაზრდების ხელნაკეთი სუვენირების გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებისმიზანი იყო შშმპირებისუნარებისადაშემოქმედებითიშესაძლებლობებისწარმოჩენა. თითოეულინამუშევარიარისინდივიდუალურიშრომისადანიჭისგამოხატულება,რომელიც დიდი სიყვარულით არის შექმნილი.
ამგამოფენისსაშუალებითგვინდა,შევცვალოთსაზოგადოებაშიდამკვიდრებულისტერეოტიპებიდაკიდევერთხელშევახსენოთყველას, რომშეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აქვთ მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
ჩვენი ორგანიზაციის გუნდის სახელით, დიდი მადლობა,გვინდა,გადავუხადოთ,წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარს,მამა ზაზას, მამა გიორგის, უსაყვარლეს დიანას, ტაძრის ყოფილი მრევლის,ორგანიზაციის აქტიური წევრის, ირაკლი ქემოკლიძის, მეგობრების მხარდაჭერისა და ასოციაცია ,,იკა-21’’ ხელშეწყობისთვის.
გილოცავთ ყველა ხარებას,ხარების მადლი გფარავდეთ!
მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.