





ფეტრის ხელნაკეთი სანიშნეები
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ხელოვნებითი თერაპიის სახელოსნოს სესია დაეთმო ფეტრისგან წიგნის ულამაზესი, ხელნაკეთი სანიშნეების დამზადებას. მონაწილეებმა საკუთარი ფანტაზიითა და ხელნაკეთი მუშაობის ტექნიკების საშუალებით შექმნეს ფერადი, ორიგინალური და ინდივიდუალური სანიშნეები, რომლებშიც მათი შინაგანი სამყარო და ემოციები გამოიხატა.ამ აქტივობამ წაახალისა კრეატიულობა, თვითგამოხატვა და დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება. ფეტრზე მუშაობამ ხელი შეუწყო შშმ ახალგაზრდების წვრილი მოტორიკის, ყურადღებისა და თვალ-ხელის კოორდინაციის განვითარებას, ხოლო ფერებთან და ფორმებთან შეხებამ დადებითად იმოქმედა მონაწილეთა ემოციურ მდგომარეობასა და თვითშეფასებაზე.
სესიის დასასრულს თითოეულმა მონაწილემ სიამაყით წარმოადგინა საკუთარი ნამუშევარი, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა მათში საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მოტივაცია და ჯგუფური თანადგომის განცდა.ხელოვნებითი თერაპიის მსგავსი აქტივობები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს შშმ პირების სოციალურ ინტეგრაციას, ემოციურ სტაბილურობასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.
Felt Bookmarks
A session of the art therapy workshop at the Irakli Kemoklidze Day Center was dedicated to making beautiful, handmade bookmarks for books from felt. Using their own imagination and hand-made techniques, the participants created colorful, original and individual bookmarks that expressed their inner world and emotions. This activity encouraged creativity, self-expression and independent decision-making. Working with felt contributed to the development of fine motor skills, attention and hand-eye coordination of young people with disabilities, while contact with colors and shapes had a positive effect on the emotional state and self-esteem of the participants.
At the end of the session, each participant proudly presented their work, which further strengthened their belief in their own abilities, motivation, and sense of group solidarity. Activities such as art therapy significantly contribute to the social integration, emotional stability, and development of creative skills of people with disabilities.