მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ჩვენი შშმ ახალგაზრდები ყოველდღიურად მონაწილეობენ ბაღის აქტივობებში, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მათი მენტალური და ემოციური მდგომარეობის გაუმჯობესებაში. ყვავილების მოვლა, მცენარეებთან ურთიერთობა და მათზე ზრუნვა არა მხოლოდ ფიზიკურ აქტივობას მოითხოვს, არამედ ხელს უწყობს მათი სულიერი ჰარმონიის მიღწევას. ბაღის აქტივობები განსაკუთრებით დადებითად მოქმედებს, რადგან მცენარეებთან ურთიერთობა შეიძლება განიხილოს როგორც ერთგვარი თერაპია, რომელიც არა ნაკლებად მნიშვნელოვანი და ეფექტიანია, როგორც შინაურ ცხოველებთან თუ ადამიანებთან ურთიერთობა.
ჩვენი ცენტრის ყოჩაღი ახალგაზრდები, უცხოელ მოხალისეებთან ერთად, დიდი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უვლიან ბაღს. ეს პროცესი მათ აძლევს შესაძლებლობას, განავითარონ მათი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითრწმენა, ხოლო მცენარეებთან ურთიერთობა აძლიერებს მათ ყურადღების კონცენტრაციას და სიწყნარის განცდას. ასეთი აქტივობები ხელს უწყობს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებების შეტანას, რაც საბოლოო ჯამში, მათ სრულყოფილ ინტეგრაციას და პიროვნული განვითარების გაძლიერებას განაპირობებს.
ასოციაცია – “იკა-21” ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრი გთავაზობთ ბაღის აქტივობების მრავალფეროვნებას, რაც ჩვენი წევრებისთვის ნამდვილი ინსპირაციის და შრომის მოტივაციის წყაროა.
ასე ვუვლით ყველა ერთად დირექტორიდან დაწყებული პედაგოგებისა და იტალიელი მოხალისეების ჩართულობით ,ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრის ეზოს და ბაღს!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.