მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ასოციაცია,,იკა-21. ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში სისტემატიურად ტარდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი ვარჯიშები. სპორტულ–გამაჯანსაღებელი ვარჯიშები განსაკუთრებულ როლს ასრულებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ფიზიკური აქტივობა ამ ჯგუფისთვის არა მხოლოდ ჯანმრთელობის ფიზიკურ ასპექტებზე მოქმედებს, არამედ ემოციური, სოციალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც აუმჯობესებს მათ მდგომარეობას.
რას უწყობს ხელს სპორტული ვარჯიშები და რა სარგებლობა მოაქვს მას?
@ikaassociation21 ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ინტენსიურად ტარდება ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირებისთვის სპორტული აქტივობები.სპორტის თერაპია ძალიან სასარგებლოა ,როგორც ფიზიკური, ასევე ემოციური და სოციალური განვითარების თვალსაზრისით. რა სარგებლობა მოაქვს სპორტულ აქტივობებს ? ფიზიკური განვითარება – მოძრაობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება, კუნთოვანი სისტემის გაძლიერება, მოქნილობისა და ბალანსის განვითარება. ემოციური და ფსიქოლოგიური სარგებელი – თვითშეფასების გაუმჯობესება, სტრესის შემცირება, შფოთვის დაძლევა. სოციალური უნარების განვითარება – გუნდური მუშაობის სწავლება, კომუნიკაციის გაუმჯობესება, სოციალური ურთიერთობების გაღრმავება. დამოუკიდებლობის ზრდა – თვითორგანიზაციისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება. Irakli Kemoklidze Day Center intensively organizes sports activities for people with intellectual disabilities. Sports therapy is very useful in terms of physical, emotional and social development. What are the benefits of sports activities? Physical development - improving movement and coordination, strengthening the muscular system, developing flexibility and balance. Emotional and psychological benefits - improving self-esteem, reducing stress, overcoming anxiety. Social skills development - teaching teamwork, improving communication, deepening social relationships. Increased independence - developing a sense of self-organization and responsibility.
♬ original sound - ikaassociation21
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.