IKA

ქალაქ თბილისში წყალსადენის ქუჩას ირაკლი ქემოკლიძის სახელი დაერქვა

ქალაქ თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე მხარი დაუჭირეს უფლებადამცველის, ირაკლი ქემოკლიძის Irakli Qemoklidzeქუჩის სახელდებას. ქალაქ თბილისში ,გლდანის რაიონში წყალსადენის ქუჩის მონაკვეთს ,სადაც ირაკლი ქემოკლიძის სახელობის ცენტრი და ასოციაცია – “იკა-21” მდებარებოს ირაკლი ქემოკლიძის სახელი დაერქვა.
დიდი მადლობა ქალაქ თბილისის საკრებულოს, თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, საკრებულოს წევრებს,ყველა მხარდამჭერს,ჩემს მეგობრებს,კოლეგებს,რეკომენდატორებს,ახლობლებს,ვინც მონაწილეობა მიიღო ჩემი შვილის,ირაკლი ქემოკლიძის , ხსოვნის უკვდავყოფაში.
ქალაქ თბილისში ირაკლი ქემოკლიძის სახელობის ქუჩა არსებობს,ეს დიდი დაფასება და მხარდაჭერაა,ჩემი შვილის ღვაწლისა და დამსახურების აღიარებაა,სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად, ძალიან ამაღელვებელი ,ამავე დროს, საამაყო დღე იყო,როცა სამსახურში მივედი და აბრაზე ირაკლი ქემოკლიძის სახელი და გვარი დამხვდა.
ირაკლი ქემოკლიძე საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მოძრაობის ისტორიაში შევიდა, როგორც უფლებედამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, რომელმაც ადვოკატირების შედეგად არაერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცხოვრება შეცვალა.
ირაკლი ქემოკლიძემ პრეცედენტი შექმნა , იგი იყო პირველი შშმ პირი,რომელმაც დედის მხარდაჭერით, საკუთარი უფლებების დასაცავად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, სადაც ითხოვდა, ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებთან დაკავშირებული მთელი რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას.
საკონსტიტუციო სასამართლომ, 2014 წლის 8 ოქტომბერს N2/4/532014 მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც, ფსიქიკური და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მიმართ, არსებული ქმედუნარიანობის შეზღუდვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციები არაკონსტიტუციურად სცნო.
ამ სასამართლო გადაწყვეტილებამ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში გახმაურებელი ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების დაწყებას.
საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს 6 თვე განუსაზღვრა გასაჩივრებული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. საქართველოს პარლამენტმა 2015 წლის მარტს მიიღო 36-მდე კანონში შესატანი ცვლილებათა პაკეტი.
აღნიშნული ცვლილებებით, საქართველოს კანონმდებლობა შესაბამისობაში მოვიდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის მე-12 მუხლთან. კონვენციის მე-12 მუხლი კი აღიარებს ყველა ადამიანის თანასწორ უფლებას სამართლის სუბიექტად აღიარებაზე და კრძალავს შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით ქმედუნარიანობის შეზღუდვას.ირაკლი ქემოკლიძის უშუალო მონაწილეობით და დამსახურებით საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს სამოქალაქო უფლებები დაუბრუნდათ, მათ შორის არჩევნებში მონაწილეობის უფლება.
სწორედ ირაკლი ქემოკლიძის სარჩელი და სასამართლო გადაწყვეტილება გახდა ქვეყანაში ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმისა და სოციალურ მოდელზე გადასვლის საფუძველი.
ირაკლი ქემოკლიძემ თავისი შეუპოვრობით, შშმ პირთა უფლებების ადვოკატირებით, სამოქალაქო აქტივიზმით,დაამტკიცა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ამით დიდ და მასშტაბურ ცვლილებებს ჩაუყარა საფუძველი საქართველოში.
ირაკლი ქემოკლიძე 2021 წლის 6 თებერვალს გარდაიცვალა, მაგრამ მის ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია,მისი სახელი ისტორიაში შევიდა და თაობიდან თაობას გადაეცემა.
შშმ პირთა უფლებების დაცვისა და გამორჩეული სამოქალაქო აქტივიზმისთვის, როგორც უფლებადამცველი და სამოქალაქო აქტივისტი,გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდა ღირსების მედლით .
მე სიცოცხლეშიც ვამაყობდი და გარდაცვალების შემდეგაც ვამაყობ,რომ ირაკლის დედა ვარ!

 

მაია ასაკსაშვილი

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.