მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ფუქნციონირებს გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო.ინტელექტუალური განვითარების შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია, რომელთაც უჭირთ ფორმალური განათლება, სხვადასხვა სახელოვნებო წრეებში ჩართვა, დასაქმება, მწირია მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისები, წრეები, ილუსიტრირებული სახელმძღვანელოები, სასწავლო მეთოდოლოგია არ არის მათთვის ადაპტირებული. ინტელექტუალური განვითარების შეფერხების მქონე პირებს ესაჭიროებათ სხვადასხვა თერაპიების, ალტერნატიული დამხმარე საშუალებებით, ფუქნციონალური მიდგომის პრინციპით, მეთოდოლოგიურად მათ საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, ილუსტრირებული, ვიზუალური, გამარტივებული, დასურათებული მასალებითა და ვიდეოგაკვეთილებით სწავლება, გამოყენებითი ხელოვნების თერაპიაში ჩართულობით საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენი ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირებს გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო და სამკერვალო,სადაც შშმ ახალგაზრდები სხვადასხვა ტექნოლოგიების გამოყენებით ქმნიან ულამაზეს ხელნაკეთ სუვენირებს.
აგრეთვე, ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში თერაპევტები ნატიფი მოტორიკის და კოგნიტური უნარების გასავითარებად თერაპიის პროცესში ფერად ცომს იყენებენ. ცომთან მუშაობა ერთ–ერთი ძალიან ეფექტური და მრავალმხრივი თერაპიული აქტივობაა ინტელექტუალური სფეროს განვითარების დარღვევის მქონე პირებთან. ეს საქმიანობა არა მხოლოდ საინტერესო და სახალისოა, არამედ საკმაოდ სიღრმისეულად მუშაობს მათი სხვადასხვა უნარის განვითარებაზე.
რა უნარები ვითარდება ცომთან მუშაობის პროცესში?- ნატიფი მოტორიკა და კოორდინაცია,ხელისა და თითების მცირე კუნთების გამაგრება,ეს ყველაფერი ხელს უწყობს ორივე ხელის სინქრონულ მუშაობას. ხელს უწყობს სენსორულ აღქმას,ტაქტილური შეგრძნებებლის განვითარებას. მნიშვნელოვანია კოგნიტური უნარების განსავითარებლად, ყურადღების კონცენტრაციის,მხედველობითი აღქმისა და სივრცეში ორიენტაციის გაუმჯობესებას.
@ikaassociation21 ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ინტელექტუალური სფეროს განვიტარების მქონე პირებთან თერაპევტები მუშაობის პროცესში ინენებენ ხატვის თერაპიას. ხატვის თერაპია ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირებთან ძალიან ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა უნარის გასავითარებლად. ის ეხმარება როგორც ემოციური, ისე კოგნიტური და მოტორული უნარების გაძლიერებას. ხელს უწყობს მათი თვითგამოხატვის,კომუნიკაციის უნარების განვითარებასა და ფსიქო-ემოციური მდგომარეობსი დასტაბილურებას. ხატვის თერაპია ეხმარება შშმ პირებს სტრესის,შფოთვისა და აგრესიის შემცირებაში. At the Irakli Kemoklidze Day Center, therapists use drawing therapy in their work with people with intellectual disabilities. Drawing therapy is a very effective way to develop various skills with people with intellectual disabilities. It helps to strengthen both emotional and cognitive and motor skills. It helps to develop their self-expression, communication skills and stabilize their psycho-emotional state. Drawing therapy helps people with disabilities reduce stress, anxiety and aggression.
♬ original sound - ikaassociation21
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.