IKA

ირაკლი    ქემოკლიძის     სახელობის     დღის    ცენტრში,   გამოყენებითი    ხელოვნების   სახელოსნოში შშმ    ახალგაზრდები  სხვადასხვა     დიზაინის     ულამაზეს ფეტრის ყვავილებს,სარვამარტო      თაიგულებს   და      საგაზაფხულო სუვენირებს ამზადებენ. ყვავილების დამზადება მარტივი და სახალისო პროცესია, რომელიც ხელსაქმის პედაგოგის      და    ასისტენტის      მხარდაჭერით  შეიძლება მოერგოს შშმ    ახალგაზრდების    საჭიროებებს   და სხვადასხვა  უნარებს.ფეტრის    ყვავილების     შექმნას    უდიდესი   თერაპიული    დატვირთვა      აქვს: დეკორატიული მნიშვნელობასუვენირები შეიძლება გახდეს სასიამოვნო საჩუქარი ან შემოსავლის წყარო.მაქსიმალური ჩართულობასხვადასხვა სირთულის ტექნიკების გამოყენება ყველას აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთოს საქმიანობაში.ტაქტილური სტიმულაციაფეტრის რბილი ფაქტურა დადებითად მოქმედებს მგრძნობელობაზე.ასე     მუშაობენ    გამოყენებითი    ხელოვნების     სახელოსნოში     შშმ    ახალგაზრდები   და    ქმნიან    ულამაზეს    საგაზაფხულო       სუვენირებს. 

@ikaassociation21

სარვამარტო სუვენირები გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნოში შშმ ახალგაზრდები მუშაობენ სარვამარტო სუვენირების დამზადებაზე. ფეტრის მასალისგან სუვენირების დამზადება არის არა მხოლოდ შემოქმედებითი აქტივობა , არამედ ხელოვნებითი თერაპიის ეფექტური მეთოდიც. ამ პროცესს აქვს, როგორც ემოციური, ისე კოგნიტიური და მოტორული სარგებელი, რაც ხელს უწყობს მათი ჰარმონიული განვითარების სხვადასხვა ასპექტს.ხელოვნებით თერაპიით სარვამარტო სუვენირების შექმნას დიდი მნიშვნელობა აქვს, ვითარდება წვრილი მოტორიკა,შემოქმედებითი და ფანტაზიის უნარი, სუვენირების შექმნა შშმ პირებს ეხმარება თვითშეფასების ამაღლებაში,თვითგამოხატვაში, რაც დადებითად აისახება მათ ემოციურ მდგომარეობაზე. March 8th souvenirs In the applied arts workshop, young people with disabilities work on making Sarvamarto souvenirs. Making souvenirs from felt material is not only a creative activity, but also an effective method of art therapy. This process has both emotional and cognitive and motor benefits, which contributes to various aspects of their harmonious development. Creating Sarvamarto souvenirs through art therapy is of great importance, it develops fine motor skills, creativity and imagination, creating souvenirs helps people with disabilities increase self-esteem, self-expression, which has a positive effect on their emotional state.

♬ original sound - ikaassociation21

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.