IKA

ენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესების თერაპია ინტელექტუალური შეფერხებისა და ფსიქიკური სირთულეების მქონე პირებისთვის სხვადასხვა  მიდგომას მოითხოვს. 

ირაკლი    ქემოკლიძის     სახელობის     დღის     ცენტრში    ჩვენი   ჯგუფური    თერაპიის     მიზნებია: ადაპტირებული,მოდიფიცირებული    კითხვარებისა   და    ტესტების    საშუალებით,შშმ  პირთა  ემოციების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვის უნარების განვითარების მხარდაჭერა;სოციალური     უნარების    გაუმჯობესებაში    დახმარება,თავდაჯერებულობისა   და    დამოუკიდებლობის      განვითარება,ფუნქციური    უნარების      გაუმჯობესება.   თერაპიული    სესია   და    აქტივობები    დაგეგმილია    იმგვარად,ხელი   შეეწყოს შშმ   ახალგაზრდების კომუნიკაციის    და   ქცევის    უნარების    გაუმჯობესებას.  

@ikaassociation21 ემოციების და გრძნობების გამოხატვის თერაპია შშმ პირებში ირაკლი ქემოკლიძის სახელობის დღის ცენტრში ფსიქოლოგის საათი -ჯგუფური თერაპია მიეძღვნა ემოციებსა და გრძნობების გამოხატვას,მათ შორის არსებულ განსხვავებას. შშმ ახალგაზრდებს განემარტათ,რომ ემოცია არის ინსტინქტური პასუხი იმაზე,რაც მის გარშემო ხდება.ემოცია გვიბიძფებს ფისიქკური ქმედებისკენ, გრძნობები შეიძლება სუბიექტური და ადამიანის ემოციურ გამოცდილებაზე იყოს დამოკიდებული. ემოციების და გრძნობების გამოხატვის თერაპია შშმ პირებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათი კომუნიკაციის, თვითგამოხატვისა და სოციალური უნარების განვითარების პროცესში. ემოციური თვითგამოხატვის სირთულეები შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური და ფსიქოსოციალური ბარიერებით, რის გამოც აუცილებელია მათთვის ადაპტირებული თერაპიული მეთოდების გამოყენება.ჯგუფური თერაპიის დროს გამოყენებულ იქნა ემოციების ბარათები, რომლებიც შეიცავს სახის გამომეტყველებებსა და შესაბამის ტექსტებს, რომლებიც დაეხმარა შშმ პირებს გრძნობების და ემოციების იდენტიფიცირებაში. განხილულ იქნა სიტუაციური მაგალითები და დაისახა მათი მხარდამჭერი სტრატეგიები.ჯგუფურ თერაპიას აქვს დადებითი შედეგები,იგი ხელს შეუწყობს შშმ პირთა ემოციების იდენტიფიცირებასა და რეგულირებას,შფოთვის შემცირებას,კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესებას,თვითშეფასების ამაღლებას. 🎭💬 Expressing Emotions & Feelings – Group Therapy in Action! 💬🎭 At the Irakli Kemoklidze Day Center, we dedicated a special psychologist-led group therapy session to understanding and expressing emotions. 💡 Our young participants learned the key difference: 🔹 Emotions are instinctive reactions to what happens around us, pushing us to act. 🔹 Feelings are shaped by personal experiences and can be more subjective. 💛 Many individuals with disabilities face challenges in emotional expression due to physical, intellectual, or psychosocial barriers. That’s why adaptive therapeutic methods are essential! 🎨 How we did it: ✔️ Emotion Cards with facial expressions & descriptions helped in recognizing and naming emotions. ✔️ Real-life scenarios encouraged discussions on emotional responses. ✔️ Support strategies were developed to help manage emotions. ✨ The Impact? More confidence, reduced anxiety, improved communication, and stronger self-expression! Because everyone deserves to be heard and understood. 🤝💙 #EmotionalTherapy #InclusiveHealing #SelfExpression #FeelingsMatter ♬ original sound - ikaassociation21

მოდი გვესტუმრე!

ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.