მოდი გვესტუმრე!
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.
რადიო ,,იმედი’’ გადაცემა- ,,ჩვენ აქ ვართ’’
ასოციაცია ,,იკა-21’’ დამფუძნებელი და დირექტორი, ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, შშმ პირთა უფლებადამცველი,თბილისის მერიის შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს თანათავმჯდომარე-მაია ასაკაშვილი სტუმრად იმყოფებოდა რადიო ,,იმედში’’,რადიოგადაცემაში-,,ჩვენ აქ ვართ’’ ნინო მეუნარგიასთან ერთად. ქალბატონმა მაიამ ისაუბრა ირაკლი ქემოკლიძის სახელობის 18+ დღის ცენტრის დანიშნულებაზე,რომლის მიზანია ხელი შეუწყოს შშმ პირთა ისეთი უნარ-ჩვევების შეძენას,რომელიც აუცილებელია მათი დამოუკიდბელად ფუნქციონირებისთვის. დღის ცენტრში შშმ ახალგაზრდებთან მუშაობს ფსიქოლოგი,ატარებს როგორც ჯგუფურ,ისე ინდივიდუალურ თერაპიებს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თემებზე და შშმ ახალგაზრდებს აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს.
დღის ცენტრის ბაზაზე ფუნქციონირებს ორი სახელოსნო,გამოყენებითი ხელოვნების სახელოსნო,სადაც შშმ ახალგაზრდები ეუფლებიან სხვადასხვა ტენოლოგიით ხელნაკეთი სუვენირების შექმნას და ,,სხივი’’-ირაკლის ხის სახელოსნო,სადაც შშმ ახალგაზრდები სწავლობენ ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოებისა და სუვენირების შექმნას,ქსილოგრაფიას,ხეზე გრავირებას . ქალბატონმა მაიამ ისაუბრა საერთაშორისო გამოცდილებაზე შშმ პირთა მიმართულებით,ახალი სერვისების განვითარებასა და მოხალისეობრივი პროგრამის,მოხალისეობრივი კულტურის დანერგვასა და განვითარებაზე. ასოციაცია,,იკა-21’’ მოხალისეობრივი პროგრამის ფარგლებში იმყოფებიან მოხალისეები იტალიიდან,რომლებიც მხარდაჭერას უწევენ შშმ ახალგაზრდებს სხვადასხვა თერაპიის პროცესში, ატარებენ სპორტულ-გამაჯანსაღებელ ვარჯიშებს,გვეხმარებიან სოციალური მედიისა და ვებ-გვედრის მართვაში,ღონისძიებების დაგეგმვაში,გვინდა ,ვისარგებლოთ შესაძლებლობით და თქვენი გადაცემის მეშვეობით, მადლობა გადავუხადოთ მთელი გუნდის სახელით ჩვენს იტალიელ მოხალისეებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის
ჩვენი ორგანიზაცია ყოველთვის ღიაა ვიზიტორებისთვის: თუ გსურთ ეწვიოთ ჩვენს ცენტრს, როგორც შშმ პირი, მშობელი ან უბრალოდ დაინტერესებული პირი, უბრალოდ დაგვიკავშირდით აქ თქვენი შეხვედრის დასაგეგმად.